მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი კომპანია შესაფუთი მასალების მიწოდების მხრივ ამიერკავკასიის ჰაბია” - Georgian Packaging

georgian packaging

კომპანია “ჯორჯიან ფაქეჯინგი”, რომელიც 2016 წელს დაარსდა, პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც ქაღალდის შესაფუთი მასალების სრული სპექტრით წარმოება დაიწყო. როგორც კომპანიის გენერალური მენეჯერი, ვერონიკა გოგოხია, გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას ჰყვება, მათ მიერ დანერგილი სტანდარტები საქართველოს მსოფლიოში პოზიციონირებაში ეხმარება.

“შესაფუთი მასალების წარმოების პოპულარიზებასთან ერთად, სექტორის მარეგულირებელი მოთხოვნებიც იზრდება, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, საქართველოსთვის ან ძალიან ახალია, ან საერთოდ არ არსებობს. ამ ყველაფრის ნულიდან დაწყება ჩვენთვის ძალიან რთული იყო. 2022 წელს დავნერგეთ FSSC 22000, სურსათის უვნებლობის სისტემა, ერთ-ერთი ურთულესი სტანდარტი, რომელიც საწარმოო პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული. 

დღეს ეს ხარისხი გვაქვს, შენარჩუნება უფრო რთულია ხოლმე, თუმცა წარმოების ყოველდღიური გაუმჯობესებით, ჩვენი პარტნიორების გამოცდილებითა და დონორების მხარდაჭერით ამას ვახერხებთ. როდესაც პოზიციონირებ, როგორც USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ბენეფიციარი და დანერგილი გაქვს ის სტანდარტები, რაც განვითარებულ ქვეყნებსა და უდიდეს ინდუსტრიებში აღიარებულია, შედარებით მარტივია”, - აცხადებს ვერონიკა გოგოხია.

Georgian Packaging-ის გენერალური მენეჯერი კომპანიის უპირატესობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შესაფუთი მასალების წარმოება-რეალიზებით ქვეყანა რეგიონში თურქეთსაც უწევს კონკურენციას.

“კომპანია პოზიციონირებს, როგორც ამიერკავკასიის ჰაბი, შესაფუთი მასალების მიწოდების კუთხით, საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში და ეს არის ჩვენი განვითარების ძირითადი სტრატეგია. საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მეზობელ ქვეყნებს საიმპორტო, 15%-იანი გადასახადისგან ათავისუფლებს, რითაც უფრო მიმზიდველია მეზობელი ქვეყნებისთვის, ვიდრე, მაგალითად, თურქეთი”, - აცხადებს ვერონიკა გოგოხია.

Georgian Packaging-ი ამ ეტაპზე 60%-იანი დატვირთულობით მუშაობს და წარმოების 10%-ს საექსპორტო ბაზრებზე ყიდის. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის სიმძლავრეებს რეგიონის სრულად ათვისება და ქაღალდის შესაფუთი მასალით უზრუნველყოფა შეუძლია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები