მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მაშველები ჯერ კიდევ იმყოფებიან სტიქიის ზონაში“ - საქართველოს ელჩი თურქეთში

63f37c16f2264
BM.GE
20.02.23 18:04
563
თურქეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ დღეს პარლამენტარებს ქართულ დიასპორაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტისა და თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ერთობლივ სხდომაზე ონლაინ ჩართვისას ისაუბრა.

გიორგი ჯანჯღავას თქმით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში დაიღუპა საქართველოს 5 მოქალაქე. განხორციელდა 40 მოქალაქის ევაკუაცია. როგორც ელჩმა განაცხადა, საქართველოს საელჩო ჩართული იყო საქართველოდან ჩამოსული 3.7 მლნ. ლარის ღირებულების ჰუმანიტარული ტვირთის კოორდინირებაში. მისივე ინფორმაციით, თურქეთის რეგიონში საქართველოს 200 მაშველი იმყოფებოდა.

„ჩვენი მაშველები ჯერ კიდევ იმყოფებიან ზონაში და ჩვენ საგანგებო რეჟიმში გვიწევს მუშაობა“, - განაცხადა ელჩმა.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარიამ პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს თურქეთში გაგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთისთვის მადლობა გადაუხადა. კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე მადლობა გადაუხადა საქართველოდან წასულ მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის.

როგორც ბექა ოდიშარიამ განაცხადა, საქართველო მზად არის დაეხმაროს როგორც საქართველოს, ისე თურქეთის მოქალაქეებსაც.

„დღეს რა თქმა უნდა მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ ქართველებს ვეხმარებით თუ თურქებს. გთხოვთ ყველას, ვისზეც ხმა მიგიწვდებათ გადასცეთ, რომ საქართველოს ხალხს, ხელისუფლებას ახსოვს, რომ ბოლო 30 წელიწადი ყველაზე პირველი დახმარების ხელს სწორედ თურქეთის ხელისუფლება უწვდიდა საქართველოს. ჩვენ თავს მოვალედ ვთვლით, რომ გვერდში დავუდგეთ თურქ ხალხს ამ გაჭირვებაში“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთში მომხდარ ძლიერ მიწისძვრებს 46 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები