მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანი, იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაა - "შაპო პლასტი"

შაპო

რეზინის სათამაშოებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "შაპო პლასტი" ბაზარზე იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კომპანიის დამფუძნებელმა და დირექტორმა, ვატო დემურიშვილმა ისაუბრა.

"შაპო პლასტი" თბილისში მდებარე რეზინის სათამაშოებისა და აქსესუარების მწარმოებელია, რომელიც 18 თვის წინ დაფუძნდა. საწარმო ჯერ ბოლომდე ამოქმედებული არ არის, თუმცა ამ დრომდე უკვე მიღებული აქვს ნედლეულის უვნებლობის შესახებ, გერმანული სერტიფიკატი, ხოლო სათამაშოების უვნებლობაზე სერტიფიკატის მოლოდინშია.

"ბიზნესის დაწყებისას საქონელი ჩინეთიდან შემოგვქონდა, თუმცა მაშინვე გვქონდა ჩანაფიქრი, რომ რაღაც ეტაპზე ჩვენივე საწარმოო ხაზი უნდა დაგვეწყო. 18 თვის წინ, პირველი საინვესტიციო ეტაპისა და წარმოების შესწავლის შემდეგ, მეორე ეტაპის შესასრულებლად "თიბისი ბანკს" მივმართეთ, რომელსაც იმ დროისათვის სტარტაპების მიმართულებით ექსპერიმენტული პროექტი ჰქონდა, რითაც მეორე ეტაპის დაფინანსება მივიღეთ.

ადგილობრივ ბაზარზე, ამ კუთხით ძალიან დიდი რაოდენობით იმპორტირებული პროდუქტია. ქვეყანაში კი რეზინის წარმოება არ ხდება, შესაბამისად იმპორტირებული რეზინის გამოყენება გვიწევს. ამის გათვალისწინებით, ჩვენთვის საქართველო დიდი ბაზარია, ჩვენი მიზანი კი იმპორტირებული პროდუქციის ჩანაცვლებაა. შემდეგი ეტაპი უკვე საექსპორტო მიმართულების განვითარება იქნება.

რამდენიმე ტიპის ნედლეულს ვიყენებთ, რომლის ექსპორტს ძირითადად გერმანიიდან, ხოლო წვრილმანი დანამატების თურქეთიდან და ჩინეთიდან ვახდენთ“, - აცხადებს დემურიშვილი.

მისი ინფორმაციით, მათ საწარმოში მხოლოდ სათამაშოებს არ აწარმოებენ, არამედ ისინი ტანსაცმლის იარლიყებს, საათის სამაჯურებს და სხვა პროდუქტსაც უშვებენ.

„ამ ეტაპზე, ადგილობრივ ტექსტილის მწარმოებელ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ, რადგან მათ იარლიყები ჩინეთიდან და თურქეთიდან შემოაქვთ. ამგვარად, ჩვენ კონკურენციაში ჩინურ და თურქულ ფასებთან შევდივართ და 5-ჯერ და 6-ჯერ დაბალ ფასს ვაფიქსირებთ", - აღნიშნა დემურიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისათვის "შაპო პლასტს" 100-დან 500 000 ერთეულამდე პროდუქტის წარმოება შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები