მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი მიზანია, პორტფელში საქართველოს 15%-იანი წილი გავზარდოთ“ - Gianti Logistics

647471be00636
სალომე ხიდურელი
29.05.23 13:47
721
ლოჯისტიკური კომპანია Gianti Logistics-ი. რომელიც ქართულ და საერთაშორისო ბაზარზე 2005 წლიდან ოპერირებს, საკუთარ პორტფელში საქართველოს 15%-იანი წილის გაზრდაზე მუშაობს. ამის შესახებ „Forbes კვირას“ ეთერში კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა, ნათია კერესელიძემ ისაუბრა.

„კომპანია უკვე 18 წელია, რაც წარმატებულად ოპერირებს არა მხოლოდ საქართველოს ბაზარზე, რადგან ჩვენ, ფაქტობრივად, საზღვარგარეთ უფრო გვიცნობენ და მიზანი გვაქვს, რომ ქართველმა საზოგადოებამ გაიგოს ჩვენი კომპანიის შესახებ, ვინაიდან ჩვენ გვაქვს უნიკალური პროდუქტი - მძიმე და არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირება და ჩვენი ოფისები წარმოდგენილი გვაქვს ხუთ ქვეყანაში: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყრიგიზეთი, თურქეთი და ესტონეთი.

ოფისები გვაქვს საქართველოშიც, თბილისში, ბათუმსა და ფოთში, სადაც ასევე გვაქვს საკუთარი ტერმინალი. ამას გარდა, Gianti Logistics-ს გააჩნია საკუთარი მრავალპროფილური ავტოპარკი 100-ზე მეტი მანქანით, რომლითაც ვემსახურებით ჩვენს იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებს“, - ამბობს ნათია კერესელიძე.

მისი განმარტებით, კომპანია კონკურენტუნარიან ბაზარზე თავისი უნიკალური ტექნიკითა და ხარისხის საერთაშორისო სტანდარტით გამოირჩევა.

„ვფლობთ უნიკალურ ტექნიკას, რითაც ვართ უკონკურენტო ბაზარზე. ეს არის სასრიალო სისტემები, რომლებიც გვეხმარება არაგაბარიტული ტვირთის ტრანსპორტირებისას. მსგავსი პროდუქტი საქართველოში არავის აქვს.

გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ვართ, რომლებიც მიზნად ისახავენ საერთაშორისო სატრანსპორტო სფეროში ხარისხის სტანდარტის დანერგვას, ამან დიდი გამოცდილება მოგვცა, რომ ეს ხარისხი შემოვიტანოთ საქართველოში“, - ამბობს ნათია კერესელიძე.

როგორც Gianti Logistics-ის წარმომადგენელი BMGTV-ს ეთერში ჰყვება, არაგაბარიტული ტვირთის გადაზიდვა სპეციფიკური საქმეა და დეტალებზე ორიენტირებას მოითხოვს. კერესელიძის თქმით, კომპანია დაკომპლექტებულია პროფესიონალი გუნდით, რომლებიც უსაფრთხო ტრანსპორტირებას უზრუნველყოფენ: „ჩვენ გვაქვს ცალკე საპროექტო დეპარტამენტი, ინჟინრების გუნდი და გადაზიდვის სრული პროცესი ჩვენი მეშვეობით ხორციელდება. ინჟინრები გვეხმარებიან, წინასწარ შევქმნათ სრული ჯაჭვის მონახაზი და ტექნიკური დეტალების უზრუნველყოფით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გადაზიდვას უსაფრთხოდ ვასრულებთ“.

კომპანიის ბიზნესის განვითარების მენეჯერმა Gianti Logistics-ის ახალ დეპარტამენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დეპარტამენტი Freight Forwarding-ის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„კომპანია წლებია დაკავებულია Freight Forwarding-ით, რაც მოიაზრებს ტვირთის ტრანსპორტირებას მსოფლიოს ერთი წერტილიდან მეორეში, სხვადასხვა ტიპის ტრანსპორტით. ჩვენი პარტნიორი კომპანიებისგან გაზრდილმა მოთხოვნამ დაგვანახა საჭიროება, რომ აუცილებელი იყო გაყიდვების დეპარტამენტისა და საოპერაციო სამსახურის შექმნა. ახალი დეპარტამენტი მიზნად ისახავს, რომ მუდმივ კომუნიკაციაში იყოს არსებულ და პოტენციურ მომხმარებლებთან“, - ამბობს ნათია კერესელიძე.

Gianti Logistics-ის სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მისმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია მომდევნო 10 წლის განმავლობაში მსოფლიოს მასშტაბით ოფისების რაოდენობას 25-მდე გაზრდის: „ამის პოტენციალი გვაქვს და ჩვენი ბიზნესის განვითარების დეპარტამენტი მუშაობს, რომ ჩვენი რესურსი სწორად გამოვიყენოთ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები