მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მიზანია, ქვეყნისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ - ბაიდარაშვილი VR Shekvetili-ის პროექტზე

შეკვეთილი

VR Holding-სა და “საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. საუბარია VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტის განვითარებაზე, რომელიც შავი ზღვის ზოლზე, შეკვეთილში, სასტუმრო Paragraph-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაშენდება.

“ტურიზმის განვითარების ფონდის” დირექტორის, გიორგი ბაიდარაშვილის შეფასებით, მსგავსი ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყანას საერთაშორისო ასპარეზზე გაცილებით მიმზიდველს ხდის.

“პროექტი საინვესტიციო მოცულობითაა საინტერესო, რომელიც $0.5 მლრდ-ს აღემატება. ასევე საინტერესოა ის ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ისევე როგორც ტურიზმის განვითარების სხვა პროექტები, როგორებიცაა Paragraph Shekvetili ან Paragraph Freedom Square, და ამ პროექტშიც იგივე მიზანი გვაქვს, რომ ქვეყნისათვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურა შევქმნათ და ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო ასპარეზზე უფრო მიმზიდველი გავხადოთ, რაც გრძელვადიან პერიოდშიც მდგრადი იქნება”, - ამბობს ფონდის დირექტორი.

მისივე თქმით, “ტურიზმის განვითარების ფონდი” VR Holding-ს Paragraph-ის მართვის გამოცდილებას პროექტირებისა და მშენებლობის თუ მართვის ეტაპზეც გაუზიარებს, რაც მათი ერთობლივი პროექტის წარმატებას კიდევ უფრო განამტკიცებს.

გარდა ამისა, გიორგი ბაიდარაშვილის შეფასებით, VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტი მნიშვნელოვანია ეკონომიკური თვალსაზრისითაც და ის მრავალ სამუშაო ადგილსაც შექმნის.

“500 მილიონ დოლარზე მეტის დახარჯვა ქართულ ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვან სტიმულს გააჩენს ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებში. ვფიქრობ, როგორც დეველოპმენტის დროს დროებითი სამუშაო ადგილების, ასევე მუდმივი სამუშაო ადგილების თვალსაზრისით, ის რეგიონისათვის უმნიშვნელოვანესი პროექტი იქნება”, - ამბობს გიორგი ბაიდარაშვილი.

VR Shekvetili Forest Beach by Paragraph-ის პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეველოპერული წამოწყებაა საქართველოში, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება ნახევარ მილიარდ დოლარს აჭარბებს და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, 40 ჰა ტერიტორიაზე ხორციელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები