მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა კოლეგებს" - თუმანიშვილის თეატრი ყველა აქტივობას აჩერებს

თეატრი

თუმანიშვილის თეატრი ემიჯნება ძალადობას, მხარდაჭერას უცხადებს კოლეგებს და ყველა აქტივობას აჩერებს. ამის შესახებ თეატრმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა.

თეატრის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ ქვეყანაში არსებული პროტესტის ადეკვატური ახალი ფორმის თანხლებით აქტივობების განახლება ჰქონდათ დაგეგმილი. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ თეატრის მსახიობი გიორგი ჩაჩანიძე დაკავებულია: "თეატრი აჩერებს ყველა აქტივობას".

"თუმანიშვილის თეატრი კატეგორიულად ემიჯნება ძალადობას, ძალის გადამეტებას და უსამართლოდ დაკავებას!

ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩვენს კოლეგებს, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, თითოეულ მოქალაქეს, რომლებიც მშვიდობიანად გამოხატავენ პროტესტს.

მოვითხოვთ, სასწრაფოდ და ადამიანის უფლებათა უმაღლესი სტანდარტით იქნეს წარმართული ყველა პროცესი, არსებულ კითხვებს გაეცეს დროული პასუხი და უსამართლოდ დაკავებული პირები დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ!"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები