მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება" - "ავერსის" წარმომადგენელი

ლალი ბრეგვაძე

ჩვენი მომხმარებლების რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება - ამის შესახებ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას, "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ განაცხადა. მისი თქმით, „ავერსის“ მომხმარებელთა ქცევა იცვლება და კომპანია მუდმივად ადევნებს თვალს მათ სურვილებსა და მოთხოვნებს.

„ჩვენ ჩვენი მომხმარებლის პულსზე გვიდევს ხელი. იქიდან გამომდინარე გამოვდივართ, რასაც ჩვენი მომხმარებელი ითხოვს. ვფიქრობ, "ავერსის" წარმატებაც ამაში მდგომარეობს.

ჩვენთან მედიკამენტებსა და მოვლის საშუალებებზე ყველაზე ხელმისაწვდომი ფასებია. ამას მომხმარებელი გრძნობს. შედეგად, მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება“, - აღნიშნა ლალი ბრეგვაძემ.

გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, სააფთიაქო ქსელმა მიმდინარე წლის პირველი ნახევარი წარმატებით დახურა.

"სააფთიაქო ქსელში გვაქვს დადებით შედეგები 6 თვის განმავლობაში, ვინაიდან მომხმარებელი კომფორტს გრძნობს, ეს მათ რაოდენობაზეც აისახება. ასევე, "ავერსის" სააფთიაქო ქსელში ძალიან სახისა და სხეულის მოვლის ბრენდები შემოვიტანეთ, დერმატოლოგიური მიმართულებით გამორჩეული პოზიცია აქვს და შესაბამისი ბრენდების ყველაზე დიდი დისტრიბუტორია", - განაცხადა ლალი ბრეგვაძემ.

მისივე თქმით, წელს, "ავერსი" ნოემბერში 30 წლის ხდება, რისთვისაც იგეგმება აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის.

"ამ კუთხით ცხელი შემოდგომა გველის. 14 ნოემბერი არის "ავერსის" იუბილე, გარდა ამისა, იქნება "შავი პარასკევის" აქციები. გვექნება სეზონური შეთავაზებებიც. საკმაოდ აქტიური ვიქნებით ამ კუთხით", - აღნიშნა "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლალი ბრეგვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები