მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი მომსახურების ფასი გაორმაგებულია, თუმცა მოთხოვნა მაინც მაღალია - “რემბოუ ივენთსი”

63cd2e83e6911
ლიკა გურაბანიძე
22.01.23 18:30
1370
“2022 წელს ივენთ კომპანიების სერვისზე მოთხოვნა გაიზარდა”, - ამის შესახებ bm.ge-ს კომპანია “რემბოუ ივენთსის" დამფუძნებელმა ლევან მდინარაძემ განუცხადა. მისი თქმით, დღეს ეს ბაზარი გაჯერებულია და კონკურენციაც მაღალია.

“კომპანიას 2022 წელს, 2019-თან შედარებით 6-ჯერ მეტი ბრუნვა ჰქონდა. გასულ წელს განსხვავება იყო ის, რომ უფრო ცოტა, მაგრამ გაცილებით მასშტაბური ღონისძიებები გავმართეთ, მაშინ როცა 2019 წელს ჩვენთან რაოდენობრივად მეტი, ხოლო ღირებულებით ნაკლები ღონისძიება ტარდებოდა. 2022 წელს ძირითადი მოთხოვნა 500 პერსონიდან ზემოთ იყო. ძირითადი დაკვეთები კი კორპორაციული წვეულებები იყო. რაც შეეხება დამკვეთებს, ისინი IT და ფინანსური სექტორიდან იყვნენ”, - აღნიშნა კომპანიის დამფუძნებელმა.

ლევან მდინარაძე აღნიშნავს, რომ მათ მომსახურებაზე ფასები ორჯერ გაიზარდა, თუმცა მოთხოვნა მაინც მაღალი რჩება.

“ფასი ყველა პროდუქტზეა გაზრდილი და ბევრი პროდუქტი დეფიციტურიცაა. სარეკლამო სფეროდან, პროდუქტის თვითღირებულება 30-40%-ითაა მომატებული. სწორედ ამიტომ, ფასები ჩვენც დაახლოებით 2-ჯერ გავზარდეთ, თუმცა ეს ჩვენს გაყიდვებზე არ ასახულა, რადგან მოთხოვნა მაღალია, ხალხს გართობა მოენატრა. ეს ორი წლის განმავლობაში დაგროვილი მოთხოვნაა.” - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები