„ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის იყო და იქნება ტენდერის პირობების ადექვატურობა“-ამის შესახებ bm.ge-თან ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს. ანა საბახტარიშვილი, პარლამენტარ დავით ჭიჭინაძის ინიციატივას ეხმაურება, რომელიც ინფრასტრუქტურული ტენდერების ქართულ კომპანიებზე მორგების ინიციატივით გამოდის. პარლამენტარი ფიქრობს, რომ მსხვილი ლოტები უნდა დაიყოს, რათა კომპანიებს ტენდერებში გამარჯვების შანსი გაეზარდოთ.
ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხზე მოთელვითი საუბარი უკვე შედგა ინფრასტრუქტურის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელობასთან.
„ჩვენი მოთხოვნა ყოველთვის იყო და იქნება ტენდერის პირობების ადექვატურობა. ეს გამოიხატებაიმ აში, რომ ის მიესადაგებოდეს იმ რეალობას და იმ გამოცდილებას, რაც ქართულ კომპანიებს გააჩნიათ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაძლიერდნენ ქართული კომპანიები, სამწუხაროდ, ბევრი ტენდერის მოთხოვნებს დამოუკიდებლად ან ერთობლივი საწარმოს ფარგლებში ვერა კმაყოფილებენ. ამის მიუხედავად, ძლიან ბევრ ტენდერს ისინი ასრულებენ. თუ ჩვენ ვენდობით მათ შესრულებას როგორც ქვეკონტრაქტორების, მაშინ უნდა მივცეთ მათაც საშუალება ტენდრებში მონაწილეობის. იმედი გვაქვს, ინფრასტრუქტურის სამინსიტროს ახალი ხელმძღვანელობა გადახედავს მოცემულ მოთხოვნას და შეფასდება ის რეალური კრიტერიუმები, რომლითაც ხდება ტენდერების გამოცხადება“-განმარტავს ანა საბახტარაშვილი.

























