მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი"

5c1b4275f1c51
თელარა გელანტია
20.12.18 11:17
939
საქართველოს პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, „ჩვენი მთავარი ამოცანა არის შევძლოთ და ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ერის არჩევანი და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“.

ამის შესახებ ბახტაძემ მთავრობის წლიური ანგარიშის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა არის შევძლოთ და ღირსეულად მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ერის არჩევანი და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ევროატლანტიკური სივრცის სრულფასოვანი მონაწილე. ამ თვალსაზრისით, 2018 წელი იყო წარმატებული. მე მინდა, ვახსენოთ ისტორიული რეფორმა - ჩვენ გადავედით ახლა კონსტიტუციაზე და საქართველო ჩამოყალიბდა ერვოპულ დემოკრატიად“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები