მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი მთავარი მიზანი გეოგრაფიული ექსპანსიაა” - SavvY-ის გეგმები

მარიამ ქოიავა

ბიზნესსაკონსულტაციო ფირმა SavvY-ის მთავარი მიზანი მაქსიმალური გეოგრაფიული ექსპანსიაა - ამის შესახებ  SavvY-ის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ გადაცემა “წერტილში” სტუმრობისას ისაუბრა.

“მიგვაჩნია, რომ  საქართველოდან შესაძლებელია ხარისხიანი საკონსულტაციო მომსახურების გაწევა და მომსახურების ექსპორტსაც ძალიან დიდი პოტენციალი აქვს, ბოლო რამდენიმე წელია ჩვენი მიზანია მაქსიმალური გეოგრაფიული ექსპანსიაა,რომლის მხრივაც წელს ძალიან საინტერესო წელი გვაქვს”, - დასძინა მან.

მარიამ ქოიავას თქმით, კომპანიამ პროექტების განხორციელება საინტერესო რეგიონებში დაიწყო, როგორიცაა - საუდის არაბეთი, დუბაი, შრი-ლანკა. ამასთან, კომპანიამ უზბეკეთის ბაზრის შესწავლაც დაიწყო.

“საუდის არაბეთში საკმაოდ აქტიურად ვართ ჩართულები ტურიზმის მიმართულებით, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევებში, ასევე დუბაის მხრივაც გვაქვს რამდენიმე საინტერესო პროექტი, ტურიზმის სფეროს მიმართულებით დაგვემატა შრი-ლანკაც, ზოგადად, ვცდილობთ ორი ბაზრის განვითარებას, რომელიცაა - განვითარებადი და უვე განვითარებული ბაზრები, დიდი ბრიტანეთი კვლავ რჩება ჩვენს სამიზნე და საინტერესო ბაზრად და გვაქვს საინტერესო პროექტები, ახლახან დავიწყეთ უზბეკეთის ბაზრის შესწავლა და ჩვენი გამოცდილების იქ გატანის ძალიან დიდ პერსპექტივას ვხედავთ”, - განმარტა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები