მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი მწარმოებლებისთვის ევროპის ბაზრები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება"

5c4734cfb3278
ანნა ლაპიაშვილი
22.01.19 19:19
744
STENA REDERI საქართველოდან საზღვაო გადაზიდვების ორგანიზებით დაინტერესდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, რომელიც პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით დავოსში ჩასული ქართული დელეგაციის წევრია, ევროპისა და აზიის საბორნე გადაზიდვების ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორი Stena Rederi საქართველოში, შავი ზღვის პორტების ევროპულ პორტებთან დაკავშირების სურვილს გამოთქვამს.

“თვითონ დაგვიკავშირდნენ და ძალიან დიდი ინტერესი გამოხატეს საქართველოში, შავ ზღვაზე, ევროპის და ჩვენს პორტებს შორის საბორნე მიმოსვლა მოაწყონ და ამის ოპერირება თვითონ უზრუნველყონ. ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ გაგვიხსნის ძალიან დიდ პოტენციალს როგორც სატრანზიტო ქვეყანას და ჩვენი მწარმოებლებისთვისაც ევროპის ბაზრები ბევრად უფრო ხელმისაწვდომი გახდება“, - განაცხადა დავოსში გიორგი ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, Stena Rederi-ს მიერ ოპერირების დაწყების შემთხვევაში, მწარმოებლები პროდუქტის ევროპულ ბაზარზე რეგულარულად და უფრო იაფად შეძლებენ მიწოდებას, ვიდრე ეს დღეს არის ხელმისაწვდომი.

Stena Rederi საერთაშორისო მასშტაბით საზღვაო გადაზიდვების, მძიმე მრწველობისა და გადამამუშავებელი საწარმოების სფეროში საქმიანობს. კომპანიას, რომლის წლიური შემოსავალი თითქმის 1,5 მილიარდი აშშ დოლარია, 160 ათასი თანამშრომელი ჰყავს დასაქმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები