მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი პარტნიორობა Bridgestone-თან კიდევ უფრო ღრმავდება" - Tegeta Holding-ის CEO

tegeta

Tegeta Holding საბურავების უმსხვილეს მწარმოებელ Bridgestone-თან ურთიერთობას კიდევ უფრო აღრმავებს. ამის შესახებ “თეგეტა ჰოლდინგის” მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი ეკატერინე ქავთარაძე Linkedin-ის პირად გვერდზე წერს.

"გასულ კვირას მქონდა განსაკუთრებული პატივი, მონაწილეობა მიმეღო Bridgestone-ის პრეზიდენტების შეხვედრაში ამერიკის შეერთებულ შტატებში - ფორუმში, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავმოყრილ ლიდერებს აერთიანებს ინოვაციაზე, მდგრადობაზე და მობილობის მომავალზე მსჯელობისათვის.

"თეგეტა ჰოლდინგისთვის“ ეს შეხვედრა მხოლოდ ღონისძიება არ ყოფილა – ეს იყო მნიშვნელოვანი აღიარება იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ Bridgestone-ის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური და გავლენიანი კომპანიის გვერდით, როგორც სტრატეგიული პარტნიორი.

ფორუმის დისკუსიებმა ცხადყო, რომ ავტოინდუსტრია ახალი ეპოქის ზღვარზეა – ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია, დიგიტალიზაცია და მდგრადი განვითარების პრინციპები ქმნის სრულიად ახალ წესებსა და შესაძლებლობებს. ამ პროცესში „თეგეტა“ არა მხოლოდ რეგიონალური წარმომადგენელია, არამედ აქტიური მონაწილე გლობალური სტანდარტებისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების საქმეში.

ჩვენი პარტნიორობა Bridgestone-თან, რომელიც უკვე ოცი წელზე მეტ ხანს გრძელდება, კიდევ უფრო ღრმავდება. ერთად ვქმნით გარემოს, სადაც უმაღლესი ხარისხი, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკები და ინოვაციებში უწყვეტი ინვესტიცია გარდაიქმნება მომხმარებლებისთვის და საზოგადოებისთვის რეალურ სარგებლად", - წერს ეკატერინე ქავთარაძე, თუმცა პროექტებს არ აკონკრეტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები