მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი პროექტების შედეგად რეგიონებში 2100 ახალი სამუშაო ადგილი შევქმენით"

5cd68a63f2056
ელენე გოგბერაშვილი
11.05.19 12:40
696

პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის აგროსაინვესტიციო ფორუმზე მთავრობის განვლილ გზაზე და რამდენიმე სტატისტიკურ მონაცემზე ისაუბრა.

პრემიერის გამოსვლაში აქცენტი კვლავ რეგიონულ განვითარებაზე და სოფლის მეურნეობის სექტორის პოტენციალის ათვისებაზე გაკეთდა. 

„ჩვენი პროექტების შედეგად რეგიონებში გაიხსნა 25 ახალი, ხოლო გადაიარაღდა 48 მოქმედი საწარმო, რამაც დამატებით მოგვცა საშუალება, რომ 2100 ახალი სამუშაო ადგილი შეგვექმნა. ინვესტირებულმა თანხის მოცულობამ შეადგინა 57 მილიონ ლარზე მეტი.

შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, პროგრამის დაწყებიდან დღემდე რეგიონში ძირითადი და საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით გაიცა 140 მილიონი ლარის ოდენობის სესხი.

506 ჰექტარ ფართობზე გაშენდა ინტენსიური ბაღი, მაგრამ ეს არის მხოლოდ 15% იმ პოტენციალისა, რაც თქვენს რეგიონს აქვს.

მნიშვნელოვანია ჩვენ განვავითაროთ დაზღვევის სისტემები. არცერთ ქართველ ფერმერს არ უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ სხვადასხვა პრობლემის გამო ის შეიძლება დარჩეს მოსავლის გარეშე. ამისთვის ჩვენ უფრო მეტი მექანიზმი უნდა შევქმნათ და მე გპირდებით, როცა ჩვენ ვსაუბრობთ აგროპროდუქციის დაზღვევაზე, აქ ჩვენი მხრიდან იქნება წარმოდგენილი ყველა ინსტრუმენტი.

მინდა შევეხო მნიშვნელოვან გარემოებას, ეს არის განათლება. მე ბევრჯერ მომისმენია თქვენგან, რომ ერთ-ერთი მთავარი ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ეს არის გამოცდილი სპეციალისტების ნაკლებობა ამ დარგში.

ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა, ეს არის განათლება. ამ განათლების განუყოფელი ნაწილი არის სპეციალისტების მომზადება სწორედ თქვენი დარგისთვის. საქართველოს ყველა კუთხეში, ყველა სოფელში ჩვენ უნდა შევძლოთ ყველაფერი, რომ იყოს გამოცდილი და კვალიფიცირებული აგრონომი, რომელიც დაეხმარება ჩვენ სფერმერებს, რომ შექმნან უფრო ეფექტური წარმოება.

რეგიონული განვითარება არის ჩვენ უმთავრესი პრიორიტეტი და გზა იმისა, რომ საქართველო იყოს წარმატებული. ჩვენ ფაქტობრივად მივიღეთ არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის წარმოების შედეგად ეროვნული ეკონომიკის სტრუქტურა, სადაც ფაქტობრივად ჩვენი ეკონომიკის 2/3 არის კონცენტრირებული რამდენიმე ქალაქში.

მე მარტივი კითხვა მაქვს ჩვენს ოპონენტებთან, თუ არა რეგიონების განვითარება, თუ არა ისეთი დარგების განვითარება, სადაც შევძლებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ ჩართული, როგორ წარმოუდგენია ვინმეს საქართველოში წარმატების მიღწევა. ეს არის შეუძლებელი. აქედან გამომდინარე ჩვენ ამიტომ ვსაუბრობთ, რომ რეგიონების განვითარება, სოფლის მეურნეობის განვითარება არის წინაპირობა, რომ საქართველო იყოს წარმატებული“-განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები