მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი პროგნოზით, კურსი 1$/2.8₾-ის ფარგლებში დასტაბილურდება"

5d25a48f928a7
თათია ჩაფიჩაძე
10.07.19 21:50
957
GALT & TAGGART -ის პროგნოზით, კურსი 1$/2.8₾-ის ფარგლებში დასტაბილურდება. საინვესტიციო ბანკის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ ბოლო დღეებში ლარის გაუფასურება უმეტესწილად მოსახლეობის მოლოდონებს უკავშირდება.

რაც შეეხება რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის შეზღუდვის ეფექტს, ქავთარაძის თქმით, ეს მშპ-ს 0,4%-ით შეამცირებს.


„ჩვენ გვაქვს გაკეთებული შეფასება, სადაც გათვალისწინებულია პირდაპირი ავიამიმოსვლის დროებითი შეზღუდვა და ეს დროებითი შეზღუდვა იწვევს იმას, რომ დანაკარგები 2019 წლის მეორე ნახევარში გვექნება დაახლეობით 200 მილიონი აშშ დოლარი.

200 მლნ დოლარის დაკარგვის შემთხვევაში ჩვენი პროგნოზი იყო, რომ კურსი იქნებოდა 2.70 – 2.75-ის ფარგლებში. მეორე, დამატებითი სანქციების მოლოდინებმა გამოიწვია კურსის აწევა, მაგრამ ის კურსი, რაც დღეს არის, ჩვენი პროგნოზით, ჩამოვა და ველოდებით, რომ ის 2.80-ის ქვემოთ დასტაბილურდება და პანიკა დაცხრება.

მთავარია ჩვენ გავზომოთ რა ეფექტი ექნება ამას ეკონომიკაზე. 200 მლნ ეკონომიკაზე გავლენას არ ახდენს, რადგანაც ამ თანხიდან გარკვეული ნაწილი იმპორტში მიდის.

ჩვენ ვართ იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა, სამომხმარებლო კალათაში 70%-ზე მეტი იმპორტირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ როდესაც ტურისტი 1 ლარს ხარჯავს, 70 თეთრი იმპორტს ხმარდება. ანუ 200 მლნ-დან 140 კვლავ ქვეყნის გარეთ გაედინება. წმინდა ეფექტი არის 60 მლნ და ამან ეკონომიკური ზრდა შეიძლება შეანელოს 0.4%-ით“ - განაცხადა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები