მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ჩვენი ქსელი მზადაა, რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის დასაქმების საკითხი განიხილოს“ - ზურაბ ქიტოშვილი

ზურაბ ქიტოშვილი

“ჩვენი ქსელი მზადაა, რათა რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალის, ჩვენს სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმების საკითხი განიხილოს,“- ამის შესახებ BM.GE-სთან საქართველოს კლინიკებისა და ევექსის კლინიკების გენერალურმა დირექტორმა, ზურაბ ქიტოშვილმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, კადრების მიღებისას გათვალისწინებული იქნება მედპერსონალის გამოცდილება და პროფესიონალიზმი.

„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფში შემავალი სამედიცინო დაწესებულებების ქსელი, რომელიც რამდენიმე კომპანიით არის წარმოდგენილი, საქართველოს მასშტაბით 40-მდე ჰოსპიტალს აერთიანებს, მათ შორის, როგორც მსხვილ და მრავალპროფილურ ჰოსპიტლებს თბილისსა და რეგიონებში, ასევე - მცირე საწოლფონდიან კლინიკებს.

სწორედ ამ მიზნით, სპეციალურად რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალისთვის მეილი (vacancy_respublikuri@clinics.ge ) შეიქმნა, სადაც პერსონალს უკვე შეუძლია თავისი პროფესიული მონაცემების გამოგზავნა.

აღნიშნულ პირებს , ჩვენი მხარე მაქსიმალურად მათზე მორგებულ პირობებს შესთავაზებს. ბუნებრივია, ეს მიდგომა შეეხება ანაზღაურებასაც, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საბაზრო პირობების გათვალისწინებით, მედპერსონალის ანაზღაურება ჩვენი ქსელის სხვადასხვა სამედიცინო ცენტრში, კონკურენტული პირობებიდან გამომდინარე, განსხვავებულია,“- აცხადებს ქიტოშვილი.

მისივე თქმით, მათ ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, დასაქმების შესაბამის შეთავაზებებს მოამზადებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს პერსონალისათვის პირობების შეთავაზება სწორედ აღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით მოხდება და მხოლოდ ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე შეთანხმდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები