მიქაუტაძე ამბობს, რომ საქართველო მცირე ზომის ბაზარია და შესაძლოა, ერთმა ტრანზაქციამაც კი შეცვალოს კურსი.
„ჩვენი ქვეყნის ბაზარი იმდენად პატარაა, მითუმეტეს სავალუტო ბაზარი, რომ ერთმა ტრანზაქციამაც კი შეიძლება შეცვალოს კურსი და ამან პანიკური მდგომარეობა გამოიწვიოს. იმისთვის, რომ ლარის კურსის რყევის სწორი ანალიზი გავაკეთოთ, ძალიან ბევრი მონაცემი გვჭირდება, ეს კი მხოლოდ ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს აქვს. ლარის კურსის ცვლილებაში შეიძლება ასევე წვლილი ჰქონდეს სებ-ის შესყიდვებს, ყოველ შემთხვევაში, ამის გაანალიზებისთვის ყველა სახის ინფორმაცია გვჭირდება. აქედან გამომდინარე, ყველა განცხადება ლარის კურსთან დაკავშირებით არის გარკვეულწილად მარჩიელობა; თუ ეს მონაცემები არ გაანალიზდა ზუსტ მიზეზებს ვერ დავასახელებთ. რაც შეეხება გამოსავალს, აუცილებლად გვჭირდება მეტი უცხოური ინვესტიცია, ახალი ეკონომიკის მინისტრიც ამას ამბობს, რომ საჭიროა პრივატიზების კუთხით გააქტიურება", - განაცხადა მიქაუტაძემ.

























