მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ქვეყნის მომავალი დასავლეთთან ინტეგრაციაშია და არა - ავტორიტარული ძალების ჩრდილში - ITCS

ITCS

ITCS მხარეს უჭერს მომიტინგეებს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ მომავალს იცავენ.

კომპანიის განცხადების მიხედვით, ევროპელ პარტნიორებთან კავშირის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

"ITCS მხარეს უჭერს მომიტინგეებს, რომლებიც საქართველოს დემოკრატიაზე, თავისუფლებასა და ევროპულ ინტეგრაციაზე დაფუძნებულ მომავალს იცავენ.

ევროპელ პარტნიორებთან კავშირის შეწყვეტა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და ჩვენს ქვეყანას მოკავშირეებისგან იზოლაციის საფრთხეს უქმნის.

ვგმობთ ძალადობას იმ მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ დემოკრატიას და საქართველოს ადგილს ევროპაში. ჩვენი ქვეყნის მომავალი პროგრესში, თავისუფლებასა და დასავლეთთან ინტეგრაციაშია – და არა ავტორიტარული ძალების ჩრდილში", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ: საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებენ. მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმმა საპროტესტო აქცია არაერთხელ დაარბია - გამოიყენეს როგორც ცრემლსადენი გაზი, ისე ე.წ. წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები