მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი საახალწლო სუფრების საფასური 469-1999 ლარს შორის მერყეობს“ – „ოდაბადე“

63a9c89adf73f
თინათინ ნატმელაძე
26.12.22 21:00
738
რესტორანი „ოდაბადე“, რომელიც ტრადიციულ მეგრულ სამზარეულოს აერთიანებს, მომხმარებლებს 15 კერძისგან და სხვადასხვა სასმელებისგან შემდგარ საახალწლო სუფრას სთავაზობს.

როგორც BM.GE-სთან რესტორნის დამფუძნებელმა დავით ბრელიძემ განაცხადა, საახალწლო სუფრები სხვადასხვა ზომისაა, რომლებიც პორციებითა და ფასით განსხვავდება.

„საკმაოდ დიდი მოთხოვნაა საახალწლო სუფრებზე, უკვე ბევრი შეკვეთა მივიღეთ. გვაქვს სხვადასხვა ზომის საახალწლო სუფრები, რომლებიც ფასით და პროციებით განსხვავდება, თუმცა ყველა მათგანში დაახლოებით 15 სახეობის კერძი და სხვადასხვა სახეობის სასმელებია თავმოყრილი.

5 ადამიანზე გათვლილი სუფრა 469 ლარი ღირს, 10 ადამიანზე 879 ლარი, 15 ადამიანზე 1299, 20 ადამიანზე 1649 ლარი, ხოლო 25 ადამიანზე გათვლილი სუფრის საფასური 1999 ლარია - აქ თავმოყრილია დესერტები, ინდაურის საცივი, გოჭი და სხვადასხვა ტრადიციული კერძები და ეს საფასური მოიცავს დღგ-ს,“ - აცხადებს დავით ბრელიძე.

შეგახსენებთ, რომ „ოდაბადე“ თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე რამდენიმე თვის წინ ამოქმედდა და ტრადიციულ მეგრულ რესტორანსა და სწრაფი კვების პირველ მეგრულ ობიექტს აერთიანებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები