მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი სამიზნე აუდიტორია ჭკვიანი, ძლიერი, გამჭრიახი ქალია“ - Premiere Beauty

60e0d45051087
მარიამ იზორია
07.07.21 09:45
597
„Premiere Beauty“ სილამაზის ახალი პლატფორმაა, რომელიც 2020 წელს შეიქმნა. კომპანია საქართველოში ცნობილი ფრანგული ბრენდების - „Institut Karité“-ს და „Arcancil Paris“-ის ოფიციალური წარმომადგენელია. „Institut Karité“ თავის მოვლის საშუალებებს აწარმოებს და ძირითად მასალად შიის კარაქს იყენებს, ხოლო „Arcancil Paris“-ი მომხმარებელს დეკორატიულ კოსმეტიკას სთავაზობს.

როგორც „Premiere Beauty“-ის დამფუძნებლები ეკა ადეიშვილი და თიკო დიდავა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ყვებიან, სილამაზის ინდუსტრიით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც საქართველოში ამ მიმართულებით გაზრდილი ინტერესი დაინახეს. მათი თქმით, საჭირო კავშირები სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე დაამყარეს.

"იმის მიუხედავად, რომ შემოთავაზება სხვა ბრენდებისგანაც მივიღეთ, ჯერჯერობით „Institut Karité“ და „Arcancil Paris“ შევარჩიეთ. ვფიქრობთ, ქართველმა მომხმარებელმა ბრენდები ძალიან კარგად აითვისა. ჩვენი სამიზნე აუდიტორია ჭკვიანი, ძლიერი, გამჭრიახი ქალია, რომელმაც იცის, რომ ამ ფასის, გადახდით საუკეთესო ხარისხის პროდუქტს მიიღებს. განვითარებასა და ბრენდების დამატებას ეტაპობრივად ვგეგმავთ. გვსურს, იქამდე მივიდეთ, რომ რეგიონში ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი წარმომადგენლები ვიყოთ“, - აცხადებენ „Premiere Beauty“-ის დამფუძნებლები.

ცნობისთვის: კომპანია დამფუძნებლების ჩათვლით სულ ოთხ ადამიანს ასაქმებს. ცნობილი ფრანგული ბრენდების პროდუქცია ძირითადად „Premiere Beauty“-ის ვებგვერდზე, ასევე სხვადასხვა შოურუმსა და სილამაზის სალონში იყიდება. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, „Premiere Beauty“-ის დამფუძნებლების თქმით, "პროდუქცია საშუალო და საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე სეგმენტზეა გათვლილი".