მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი სამშენებლო სექტორი დღეს პრობლემატურია, უარყოფითი ბალანსი აქვთ, ბანკებთან მუშაობა უჭირთ"

5909c74f2e5ce
ელენე გოგბერაშვილი
03.05.17 16:01
1287
ინფრასტრუქტურის მინისტრი, ზურაბ ალავიძე სამშენებლო სექტორში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. მინისტრის თქმით, სამშენებლო სექტორი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, თუმცა დღეს ამ სექტორში რეალური პრობლემები არსებობს, რაც დროულად უნდა გადაიჭრას. როგორც ალავიძე აცხადებს, უარყოფითი ბალანსის გარდა სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს ურთიერთობა უჭირთ ბანკებთან. გარდა ამისა დასარეგულირებელია სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული საკითხებიც.

"ჩვენი სამშენებლო სექტორი დღეს პრობლემატურია. უარყოფითი ბალანსი აქვთ, ბანკებთან მუშაობა უჭირთ, რეალური პრობლემა გვაქვს. ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები აღმოვფხვრათ. წლის ბოლომდე გაგრძელდება ეს პროცესი. ის, რაც შესაცვლელია ვცლით. ჩვენ გვჭირდება ძლიერი სამშენებლო სექტორი. 10 მილიონ ლარამდე უნდა დავხარჯოთ უახლოეს 3-4 წელიწადში და აქედან გამომდინარე დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ფული ძირითადად დაიხარჯება ქართველი მშენებლების მეშვეობით. ამისათვის საჭიროა მომზადება. მშენებლობა მარტო ინჟინერია არ არის. მნიშვნელოვანია მოწესრგდეს შესყიდვები და ურთიერთობა მშენებლებთან. შესყიდვების სააგენტოსთან დავასრულეთ თითქმის რეფორმა სამშენებლო შესყიდვების კუთხით. ვფიქრობთ, პრობლემებს მალე აღმოვფხვრით, რაც სამშენებლო სექტორს აწუხებს", - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები