მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი შესადარებელი ქვეყანა უნდა იყოს ევროპა და არა - პოსტსაბჭოთა სივრცე"

5c1b5db1cdc4a
სალომე მეცხვარიშვილი
20.12.18 14:45
607
ჩვენი შესადარებელი ქვეყანა უნდა იყოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა და არა პოსტსაბჭოთა სივრცე,- ამის შესახებ კომპანია “ნატახტარის” კორპორაციული დირექტორი ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აცხადებს.

მისი თქმით, საქართველოში უკეთესი გარემოა, ვიდრე რეგიონის ნებისმიერ ქვეყანაში, თუმცა, მათი მოლოდინი არის მეტი.

“აქედან გამომდინარე, ჩვენი მესიჯი არის ის, რომ რეფორმები უნდა გაგრძელდეს და უნდა იყოს მდგრადი. მეორე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ ჩვენი რეიტინგები არის მზარდი, რაც მნიშვნელოვანია. ასევე, ხელისუფლებამ და ბიზნესმა ერთად უნდა იმუშაონ იმაზე, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო სექტორი იყოს ჩართული.

ერთ-ერთი მოლოდინი არის ისიც, რომ ახალი რეგულაციები უნდა იყოს თავსებადი ბიზნესის ზომასთან და დროში იყოს გაწერილი, რასაც მეტ-ნაკლებად ვიცავთ”,- აცხადებს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები