მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი შეშფოთება საქართველოს მთავრობას მკაფიოდ გავაცანით" - სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ

"ჩვენი შეშფოთება მკაფიოდ გავაცანით საქართველოს მთავრობას”, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაში, რომელიც ოფიციალურ ვებგვერდზეც ვრცელდება და "ოცნების" მიერ ე.წ. რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას ეხება.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კანონპროექტი რისკის წინაშე აყენებს ქვეყნის ევროპულ გზას.

"ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის შემობრუნებით, რომელიც ეფუძნება გასული წლის "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომელთა სამუშაოები სარგებლის მომტანია ქართველების ყოველდღიური ცხოვრებისთვის ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და სოციალური მხარდაჭერა. კანონპროექტი ძირს უთხრის საქართველოს ერთგულებას ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი და რისკავს მისი ევროპული გზიდან გადასვლას. ჩვენი შეშფოთება მკაფიოდ გავაცანით საქართველოს მთავრობას”, - წერია განცხადება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები