მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი სურვილია, მოსახლეობის კალათა შედარებით იაფი ენერგოგენერაციის წყაროებით იყოს უზრუნველყოფილი"

5cb0c5df12472
BM.GE
12.04.19 21:20
542
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას განმარტებით, დაწყებულია ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი, სადაც გამოყენებული იქნება ლიბერალური და ეტაპობრივი მიდგომები იმისთვის, რომ პროექტმა მეტი სიკეთე შექმნას.

"ბაზრის გახსნის პირველი ეტაპი დაიწყება ამ წლის მაისიდან, როდესაც მომხმარებლების ნაწილი - მსხვილი ინდუსტრიული მომხმარებლები გავლენ თავისუფალ ბაზარზე. მათ ჩვენ ვთავაზობთ ახალ მექანიზმებს და მხარდამჭერ ღონისძიებებს, რომ პროცესი იყოს ნაკლებად საგრძნობი და ამავდროულად, მოგვეცეს საშუალება, მეტი მოქნილობა გვქონდეს მოსახლეობასთან და მათი კალათა უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი შედარებით იაფი გენერაციის წყაროებით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები