Myways Airlines საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სუდანიდან თანამშრომლების გამოყვანისთვის მადლობას უხდის.
“გვსურს, გაგიზიაროთ ბოლო სიახლეები ჩვენი თანამშრომლების მდგომარეობის შესახებ. დღეს ისინი უკვე იმყოფებიან კაიროში, სადაც დაისვენებენ და შემდეგ მოხდება მათი ჩამოყვანა საქართველოში”,-აცხადებენ კომპანიაში.
გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა. კერძოდ, უწყებაში განაცხადეს, რომ მოქალაქეები, რომლებიც ხართუმში იმყოფებოდნენ სუდან-ეგვიპტის საზღვარზე, ნეიტრალურ ზონაში არიან გადაყვანილები.
სუდანში ავიაკომპანიის 13 თანამშრომელი იმყოფებოდა. სუდანში შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილიდან დაიწყო. შეტაკებები ძალაუფლების მოსაპოვებლად სუდანის არმიასა და გასამხედროებულ დაჯგუფება „სწრაფი რეაგირების ძალებს“ შორის მიმდინარეობს.