მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში"

5d4bbc5b6766f
BM.GE
08.08.19 10:06
686
საქართველოს ტერიტორიების, ჩვენი ისტორიული მიწა-წყლის ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე და ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი, 2008 წელი იყო ამის გაგრძელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, დიდი შეცდომაა, მათ შორის მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის, რომ ამ თემაზე შესაბამისი და სწორი აქცენტი არ ისმებოდა.

"ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და ქართული მოსახლეობის დევნა დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში. 2008 წელი იყო შემდეგი ეტაპი. ეს არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. დიდხანს ემზადებოდა ოკუპანტი ქვეყანა ამისთვის და ეს სამწუხაროდ ძალიან ხილული იყო. ისინი, ვინც ამ თემაზე სპეკულირებენ, აზიანებენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია დაიწყო გაცილებით ადრე, 90-იანი წლების დასაწყისში. ყველამ უნდა გამოიტანოს დასკვნები. მინდა, მოსახლეობას მივმართო, ოკუპაციასთან ბრძოლაში მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს. ეს არის გზა, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს სანუკვარ მიზნამდე და მოვახდენთ საქართველოს სრულ დეოკუპაციას", - აღნიშნა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები