მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან არის ძალიან კარგი, კონკრეტული, ძლიერი"

5cd557ba83734
ლევან თაღიაშვილი
10.05.19 15:05
651
პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით ენერგეტიკის და ტრანსპორტის განვითარება ეროვნული ეკონომიკის განვითარებას უნდა უსწრებდეს წინ, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანა სიღარიბეს ვერ დაძლევს და საჭირო რაოდენობის სამუშაო ადგილები ვერ შეიქმნება.

„ყველას უნდა ესმოდეს, რომ ენერგეტიკის განვითარების გარეშე ჩვენ ვერ განვავითარებთ ეკონომიკას. ვერ შევძლებთ სიღარიბის დაძლევას და იმ რაოდენობის სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ობიექტურად გვჭირდება ეკონომიკაში. რაც შეეხება პანკისს, შესაბამისი უწყებები აკეთებენ მომხდარი მოვლენების ანალიზს და საზოგადოებას შევპირდი, რომ როდესაც ის მზად იქნება, მექნება ამაზე კომუნიკაცია" - განაცხადა მან.

პრემიერის განმარტებითვე, ინვესტორებთან ურთიერთობა ძალიან მაღალ დონეზეა, რასაც საერთაშორისო რეიტინგებში მიღწეული წარმატებაც ადასტურებს. ბახტაძე ამბობს, რომ საქართველო წელს ენერგეტიკაში გაზრდილ FDI-ს ელოდება.

„რაც შეეხება ურთიერთობას ინვესტორებთან, პანკისში მომხდარი შემთხვევა არ არის კარგი და მოხდა ის რაც არ უნდა მომხდარიყო. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენი ურთიერთობა ინვესტორებთან არის ძალიან კარგი, კონკრეტული, ძლიერი და მაღალ დონეზე, მათ სწამთ საქართველოში ძალიან კომფორტული ბიზნეს გარემოს არსებობის. ჩვენს მიერ ნაჩვენები შედეგები რეიტინგებში ამის პასუხია. რაც შეეხება კონკრეტულად ენერგეტიკას, ჩვენ ველოდებით უფრო მეტ FDI-ს. თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ენერგეტიკაში ინვესტიციები არ განხორციელდება ეკოლოგიის ან ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების ხარჯზე“ - აღნიშნა ბახტაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები