მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი ხედვაა, რაც შეიძლება მწვანე და მოწინავე ტექნოლოგიები დავნერგოთ ანაკლია სითიში"

595f21c6d2a1d
სალომე მეცხვარიშვილი
07.07.17 09:50
1265
"ჩვენი ხედვაა, რომ რაც შეიძლება მწვანე და მოწინავე ტექნოლოგიები დავნერგოთ ანაკლია სითიში",- ამის შესახებ "საქმის კურსს" "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ხელმძღვანელმა ლევან ახვლედიანმა განუცხადა.

მისი თქმით, პროექტის დეტალები - მასშტაბი და ინვესტიცია - ჯერჯერობით უცნობია, რადგანაც პროექტზე მუშაობა დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო.

"საუბარია სპეციალური ზონის შექმნაზე, რომელიც უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ინვესტიციების და მეწარმეების დაფუძნებას ანაკლიის ტერიტორიაზე. ამას ყოველთვის მოსდევს ქალაქის კონცეფცია",- აცხადებს ლევან ახვლედიანი.

მისივე თქმით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ღია უნდა იყოს ყველასთვის - როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე პორტში მომუშავე ადამიანებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასა და განვითარებასთან ერთად ქალაქ ანაკლიის პროექტის განვითარება იწყება. ახალ კომპანიას, რომელიც ქალაქს განავითარებს, ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს.

ქალაქი ანაკლია ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე გაშენდება.

ქალაქში გაშენდება და განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, ასევე საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები