მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ მოსახლეობას არავითარი პიეტეტი არ აქვს მინისტრის მიმართ"

5c6d5fc70dda9
დათო ჯალაღონია
20.02.19 18:20
1055
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განმარტებით, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივ მინიციპალიტეტებსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს.

ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა პარლამენტში, მინისტრის საათის ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„სოფლის პროგრამასთან დაკავშირებით იყო კითხვა. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების დასწრება ნამდვილად არათუ კარგია, არამედ აუცილებელიც კი, რადგან ჩვენ ნამდვილად ვართ ცოტა რუტინაში შესული ხშირ შემთხვევაში, როცა სამუშაო სივრცეში, თბილისში, კაბინეტში ვგეგმავთ რაღაცას. სოფლებში, ადგილზე ბევრად უფრო კარგად ჩანს, ამ პრობლემების გადჭრის გზები. ადგილებზე მინისტრების და მათი მოადგილეების ჩასვლით საკითხები გვარდება და წყდება უფრო ხშირად. ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ დახმარება. მათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ, მაგრამ როგორც ჩანს, ბიუროკრატიის პროცესს თავისი მიაქვს. ეს შეხვედრები ჩვენც გვეხმარება, რომ პრობლემები უკეთესად დავინახოთ“, – განაცხადა მინისტრმა და კომუნიკაციის მაგალითად, ერთ–ერთი სოფლის კრებაზე საკუთარი დასწრება მოიყვანა.

„მაგალითისთვის გეტყვით, რომ მე რამდენიმე სოფელში სოფლის კრებაზე ვიყავი და ძალიან საინტერესო იყო იქ მსჯელობის პროცესი. დამიჯერეთ, ამ ადამიანებს მინისტრი არ ეუბნებათ, რა სჭირდებათ. ალბათ ესეც ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, როდესაც მოსახლეობას არავითარი პიეტეტი არ აქვს მინისტრის მიმართ, ეს არის თანაბარი დიალოგი ადამიანებთან და ამ დიალოგში ადამიანები ღიად აფიქსირებენ პრობლემასაც, მოთხოვნასაც, დაპირებებსაც გვახსენებენ და კარგ რჩევებსაც გვაძლევენ. პირადად მე, ჩემი სამინისტრო და მოადგილეეები აქტიურად ვმონაწილეობდით კრებებზე, რადგან ეს კომუნიკაცია ჩვენ გვაძლევს მეტის გაკეთების საშუალებას“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები