მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ხის სახლების ფასი დაახლოებით 25-30%-ით გაიზრდება“ – Kohi.ge

60aa21883c8a5
მარიამ იზორია
23.05.21 21:00
1598
რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრო ხე-ტყის ექსპორტის შეზღუდვას უკვე რამდენიმე თვეა, განიხილავს. კარკასული ხის სახლებისა და კოტეჯების მშენებელი კომპანია Kohi.ge-ს დამფუძნებელი, ირაკლი ლომიძე გადაცემა "საქმის კურსში" აღნიშნავს, რომ ეს მათ სახლებზე ფასის ზრდას გამოიწვევს.

„უკვე 2-3 თვეა, ვიცით, რომ რუსეთი ნედლი ხე-ტყის ექსპორტის მხრივ შეზღუდვებს აწესებს, ამიტომ მოვემზადეთ და პარტნიორები უკრაინასა და ბელორუსში მოვიძიეთ. ზოგადად, ხე-ტყის ფასი მსოფლიოს ბაზარზე დაახლოებით სამჯერ გაიზარდა, ფასი ქართულ მასალასაც მომატებული აქვს, ამ ეტაპზე მარაგი გვაქვს და ღირებულების შენარჩუნებას ვახერხებთ, თუმცა, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ფასი 25-30%-ით გაიზრდება, ქართული მასალის მხოლოდ 5%-ს ვიყენებთ, რადგან სამწუხაროდ, ხარისხი ძალიან დაბალია“, - აღნიშნავს kohi.ge-ს დამფუძნებელი.

ირაკლი ლომიძე ექსპორტის შეზღუდვის მიზეზებზეც საუბრობს.

„რუსეთში ხე-ტყის ძალიან ველური ბაზარი იყო. დაწყებული ბუჩქიდან, დამთავრებული ნორმალურ ხემდე, ჩინეთში გაჰქონდათ, ეს არასწორი მიდგომაა. ამას ემატება კორუფცია და რუსეთში როგორც ხდება, პრობლემის გადაჭრის ზომები კი არ მიიღეს, არამედ გატანა შეაჩერეს. აღსანიშნავია ისიც, რომ რუსული მაღალხარისხიანი ხე ექსპორტზე ამერიკასა და ევროპაში გადის. ჩვენ, როგორც „მტერ“ ქვეყანას, ნარჩენები გვრჩება, საბოლოოდ, რუსეთიდან მხოლოდ კონტრაქტით გათვალისწინებულ, დარჩენილ რაოდენობას ორი თვეც მივიღებთ და შემდეგ იმპორტს სრულიად შევაჩერებთ“, - აცხადებს ლომიძე.

ცნობისთვის, kohi.ge-ს სახლების ფასი ამჟამად კვ.მეტრზე 850-900 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები