მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენს მეტი კიდევ ვინმე თუ ფართხალებს ბაზარზე, არ ვიცი", - კომპანია "გომი"

5d8a33d26ca26
ანუკა ჯოხაძე
24.09.19 19:15
1983
„ჩვენს მეტი კიდევ ვინმე თუ ფართხალებს ბაზარზე, არ ვიცი“, - მწარმოებლები სპირტიან სასმელებზე აქციზის ზრდის შედეგებზე საუბრობენ.

ის კომპანიები, რომლებიც დღეს სპირტიანი სასმელების ბაზარზე დარჩნენ, აცხადებენ, რომ კომპანიებმა ბაზრის წილი აქციზის გადასახადის გაზრდის გამო დაკარგეს. 

კომპანია “გომის” დაგეგმარების ხელმძღვანელის ზაზა თაბაგარის თქმით, ბაზარი ისეთმა კომპანიებმა დატოვეს, როგორებიცაა: „სამგორი ალკო“ და „დიონისე“.

“აქციზი რამდენჯერმე ეტაპობრივად გაიზარდა. „გომის“ წილი ბაზარზე საკმაოდ დიდი იყო, დაახლოებით, 40%-მდე. ახლა ეს რამდენჯერმე შემცირებულია. როდესაც ზრდიდნენ აქციზს, ვერ დაგვარწმუნეს იმაში, რომ ეს იყო სწორი.

რაღაცას რომ ამბობ, იქვე უნდა დაამტკიცო კიდეც, რომ სწორად იქცევი და უნდა დაუმტკიცო პირველ რიგში იმას, ვინც ყველაზე კომპეტეტურია ამ საკითხში ანუ მწარმოებელს. შედეგი სახეზეა - ვიყავით სხვა პოზიციებზე და ჩამოვედით სხვა პოზიციებზე. ალბათ სხვა მწარმოებლებიც ასე არიან. არ მინდა მათზე ვისაუბრო, მაგრამ ვიცი, რომ უმძიმეს მდგომრეობაში აღმოჩნდნენ. ზოგი დაიხურა. ჩვენს მეტი კიდევ თუ ფართხალებს ბაზარზე ვინმე, არ ვიცი“, - აცხადებს „გომის“ დაგეგმარების ხელმძღვანელი ზაზა თაბაგარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები