მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენს გეგმებშია ექსპორტის მიმართულების გაძლიერება“ - Spilow-ს სამომავლო გეგმები

614717484968c
მარიამ იზორია
19.09.21 19:05
608
ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდის Spilow-ს თანადამფუძნებელი bm.ge-სთან სამომავლო გეგმებზე საუბრობს და იმის მიუხედავად, რომ კომპანიამ 2020 წელს სხვადასხვა ქვეყანაში - საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, საბერძნეთში, ბელგიასა და ლუქსემბურგში განახორციელა ექსპორტი, ბრენდი ამ ბაზრებით დაკმაყოფილებას არ აპირებს და როგორც სოფო ჩხაიძე ამბობს, „მუდმივად არეალის გაფართოებაზე არიან ორიენტირებულები“.

„საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობით საექსპორტო კავშირების დამყარებას ვახერხებთ - წელიწადში ორჯერ დავდივართ, თუმცა პანდემიის გამო, ახლა ონლაინ ვმონაწილეობთ. როგორც - 2021, ისე შემდეგ წლებში მიზნად ვისახავთ ექსპორტის მიმართულების გაძლიერებას“, - აცხადებს Spilow-ს თანადამფუძნებელი.

ბრენდის გეგმებში ჩვილი ბავშვების ხაზის გამრავალფეროვნებაც შედის.

„ეს ხაზი სიახლეა და ჯერჯერობით მხოლოდ გადასაფარებელს, წინსაფარს და „დინოს“ პირსახოცს აერთიანებს. სამომავლოდ გვინდა მეტი პროდუქციის დამატება, თუმცა ამ ეტაპისთვის ვცდილობთ ის გავაძლიეროთ, რაშიც გამოცდილები ვართ“, - დასძინა სოფო ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები