მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენს მთავრობას და ჩვენ ყველას გვაბულინგებენ, რომ ვითომ ჩვენ გვინდა სხვა კურსი. ჩვენ გვინდა მშვიდობა - ნოშიკო ნამორაძე

ნოშიკო

"სცენარი არის დაწერილი ჩვენს ფარგლებს გარეთ. ამ სცენარით მიდის მოქმედება და მუშაობა. ხდება შემდეგი რამ, ეს ახალგაზრდობა გამოიყენეს იმისთვის, რომ დაეტოვებინათ საზარბაზნე ხორცად, შეატოვეს..." - ასე პასუხობს ბიზნესმენი, VR Holding-ის დამფუძნებელი ნოშიკო ნამორაძე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას არის თუ არა არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ახალი არჩევნები.

ბიზნესმენი ამბობს, რომ 12 წელია ქვეყანას ებრძვიან და "ოცნების" ხელისუფლებას გზიდან ერთხელაც არ გადაუხვევია.

"აქ საუბარია იმაზე, რომ ეს ყველაფერი პოლიტიზებულია. სცენარი არის დაწერილი ჩვენს ფარგლებს გარეთ. ამ სცენარით მიდის მოქმედება და მუშაობა. ხდება შემდეგი რამ, ეს ახალგაზრდობა გამოიყენეს იმისთვის, რომ დაეტოვებინათ საზარბაზნე ხორცად, შეატოვეს...

იმუშავეს მაქსიმალურად იმაზე, რომ ტემპერატურა გაეცხელებინათ. ოპოზიციას ჩვენი ქვეყანა არ ადარდებს და იყენებენ ყველა ძალას იმისთვის, რომ დღეს მაგალითად, ჩვენს მთავრობას და ჩვენ ყველას გვაბულინგებენ, რომ ვითომ ჩვენ გვინდა სხვა კურსი. არავის არაფერი არ უნდა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, რაც განაცხადა პრემიერმაც და თითოეულმა ბიზნესმენმაც. აბსოლუტურად კონსოლიდირებული და კარგი საუბარი შედგა პრემიერთან. განვიხილეთ მთელი ეს განვლილი გზა, როგორ იარა ბიზნესმა და ქვეყანამ. 12 წელი არ გადაუხვევია ქვეყანას ამ გზიდან. აბსოლუტურად ყველა ბიზნესმენი ასე ფიქრობს. ახსნა აბსოლუტურად ყველაფერი, როგორ გვებრძოდნენ 12 წელი, როგორ არ მოასვენეს ჩვენი ქვეყანა. ბევრი კრიზისი გადაგვივლია და გამოგვივლია", - განაცხადა ნამორაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები