მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენს სასტუმროში აზიურ ბაზარს 35%-იანი წილი აქვს" - Golden Tulip

GOLDEN TULIF

“ჩვენ სასტუმროში აზიურ ბაზარს 35%-იანი წილი აქვს”, - ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ბუტიკური სასტუმრო Golden Tulip Design Tbilisi-ს გაყიდვების ხელმძღვანელმა, ქეთევან ჭელიძემ ტურისტულ ტენდენციებზე საუბრისას აღნიშნა.

ბუტიკური სასტუმროს ხელმძღვანელი იმ ბაზრების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში ტურისტულად გააქტიურებულია. მათ შორისაა ჩინური ბაზარიც, რომელიც ჭელიძის განმარტებით, აქცენტს 5-ვარსკვლავიან სასტუმროებზე აკეთებს, თუმცა დაბალი ბიუჯეტი აქვს.

„აზიურ ბაზარზე თუ ვსაუბრობთ, ჩინური ბაზარი ძირითადად 5-ვარსკვლავიან სასტუმროებს ირჩევს. თუნდაც ეს იყოს გაცილებით დაბალი ხარისხის, ვიდრე ეს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტი უნდა იყოს. ნაკლებად აღიარებენ ბრენდულ სასტუმროებს და აქვთ შეზღუდული ბიუჯეტი. თუმცა, ჩვენ მოგვიწია დათმობაზე წასვლა და ამ ბაზრიდან რაღაც რაოდენობის მიღება”, - ამბობს ქეთევან ჭელიძე.

გარდა ამისა, Golden Tulip Design Tbilisi-ს გაყიდვების ხელმძღვანელი ინდური ბაზრის გააქტიურებასაც ხაზს უსვამს, რომელიც ქეთევან ჭელიძის თქმით, სპეციფიკურობით არის გამორჩეული.

მისი ინფორმაციით, ქართულ და ინდურ გასტრონომიას შორის არსებული სხვაობის გამო, ინდოელი სტუმრები ისევ საკუთარ, ადგილობრივ სამზარეულოს ანიჭებენ უპირატესობას. ამის გამო კი, ბევრ სასტუმროს არსებულ ტენდენციასთან ადაპტაცია მოუწია.

“ამ ბაზარს ცოტა სპეციფიკური მოთხოვნები აქვს. ვცდილობთ, ახალ ტენდენციებს მაქსიმალურად ავუწყოთ ფეხი, თუმცა არის რამდენიმე სპეციფიკური საკითხი, თუნდაც გასტრონომიული კუთხით. მათ ურჩევნიათ, რომ თავისი ადგილობრივი კერძები დააგემოვნონ, რაც ბუნებრივია, რადგან ქართული გასტრონომია ძალიან განსხვავდება მათი გასტრონომიისგან. თუმცა, ბევრი სასტუმრო ამ მიმართულებით ადაპტირდა და ბევრი კოლეგისგან მომისმენია, რომ ძალიან წარმატებით მასპინძლობენ ამ მარკეტს.

ჩვენს შემთხვევაში, აზიური ბაზრის წილი არის დაახლოებით 35%, რაც საკმაოდ მაღალია. დანარჩენი წილი კი ძირითადად აღმოსავლეთ ყურის ქვეყნებს უკავიათ, ეს იქნება საამიროები, კატარი და ა.შ“, - აცხადებს Golden Tulip Design Tbilisi-ის გაყიდვების ხელმძღვანელი.

ამის მიუხედავად, ბუტიკური სასტუმროს წარმომადგენელი ამბობს, რომ კონცეფციიდან გამომდინარე, მათი სასტუმროსთვის ევროპელი მოგზაურები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ჭელიძის ინფორმაციით, მათ ზუსტად იციან ასეთი სასტუმროების ფასი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები