ავტოსადგური „ოკრიბა“ საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციას საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანებზე ტარიფების ზრდის თაობაზე ეხმაურება და აცხადებს, რომ დღეის მდგომარეობით, ავტოსადგურიდან განხორციელებულ არცერთ მიმართულებაზე მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილა. კომპანიის ინფორმაციით, ყველა მოქმედი ტარიფი უცვლელად არის შენარჩუნებული.
ავტოსადგურში განმარტავენ, რომ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მგზავრობის საფასურის განსაზღვრა მგზავრთა გადამყვანი სუბიექტების უფლებამოსილებას წარმოადგენს და აღნიშნული საკითხი ავტოსადგურის კომპეტენციაში არ შედის. „ოკრიბას“ განცხადებით, ავტოსადგური არ ადგენს, არ ცვლის და არ ახორციელებს ტარიფების იძულებით კორექტირებას.
ამასთან, ავტოსადგური „ოკრიბა“ აცხადებს, რომ რეგულარულად მიმდინარეობს კომუნიკაცია და კონსულტაციები ავტოსადგურზე ოპერირებად გადამყვან კომპანიებთან, რის შედეგადაც ამ ეტაპზე არცერთ მიმართულებაზე ტარიფების ზრდა არ დაფიქსირებულა.
კომპანიის ინფორმაციით, ამ დროისთვის ავტოსადგურ „ოკრიბაში“ რიგ მიმართულებებზე მოქმედებს სპეციალური აქციები, რომლის ფარგლებში მგზავრობის საფასური 25%-ით არის შემცირებული.
ავტოსადგური „ოკრიბა“ აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას მგზავრთა გადამყვან ოპერატორებთან მგზავრთა ინტერესების დაცვის მიზნით, რათა შენარჩუნდეს ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტარიფები და მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ფასების ზრდა.
"გარდა ამისა, ავტოსადგურ „ოკრიბაში“ ამ ეტაპზე რიგ მიმართულებებზე მოქმედებს სპეციალური აქციები, რომლის ფარგლებში მგზავრობის საფასური შემცირებულია 25 პროცენტით.
ავტოსადგური „ოკრიბა“ პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას მგზავრთა გადამყვან ოპერატორებთან, მგზავრთა ინტერესების დაცვის მიზნით, რათა შენარჩუნდეს ეკონომიკურად ხელმისაწვდომი ტარიფები და მაქსიმალურად იქნას თავიდან აცილებული ფასების ზრდა", - წერია განცხადებაში.



























