მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენთან მეორადი საბურავების, უხარისხო ზეთების და აკუმულატორების აკრძალვაც არ ხდება"

5b50b7c47bab0
ელენე გოგბერაშვილი
20.07.18 10:00
4604

„თეგეტა მოტორსის“ კომერციული დირექტორი, დიმიტრი გოზალიშვილი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას ეხმაურება. მამუკა ბახტაძემ ეკოლოგიაზე ზრუნვა მთავრობის პრიორიტეტად დაასახელა და დაანონსა, რომ უნდა აიკრძალოს დაბალი სტანდარტების ავტომობილების იმპორტი, გამკაცრდეს საწვავის ხარისხის კონტროლი და მოთხოვნები ტექდათვალიერებაზე.

დიმიტრი გოზალიშვილი სრულად იზიარებს მთავრობის მეთაურის პოზიციას და აცხადებს, რომ ეკოლოგია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემაა. მისი თქმით, დაბალი სტანდარტების ავტომობილების აკრძალვასთან ერთად სამუშაოა, რომ მეორადი საბურავების, უხარისხო ზეთებისა და აკუმულატორების იმპორტიც აიკრძალოს.

„კანონმდებლობით არ გვაქვს არავითარი შეზღუდვები, რაც იწვევს განუკითხაობას. კომპლექსურია ეს საკითხი, ყველაფერი იწყება საწვავის ხარისხის გაუმჯობესებით და საწვავის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებით, რომ აკმაყოფილებდეს იმ დონეს, რაც საჭიროა ავტომობილებისთვის. ამის შემდეგ ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა უნდა მოხდეს. აქ რთულია საკითხი, რადგან ჩვენს ქვეყანაში მეორადი საბურავების, უხარისხო ზეთებსი და აკუმულატურების და ნაწლების  აკრძალვაც არ ხდება, რაც ცუდად ზემოქმედებს ეკოლოგიაზე. ამ მიმართულებითაც არის სამუშაო. თუ ეს ყველაფერი არ შევცვალეთ ეკონომიკასთან ერთად, ძალიან გაგვიჭირდება მხოლოდ შეზღუდვებით წარმატების მიღწევა და ფონს გასვლა", - აცხადებს bm.ge-თან დიმიტრი გოზალიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები