მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენთან უმნიშვნელო რაოდენობის ჯავშნები გაუქმდა, დიდ სასტუმროებში უფროა ასეთი შემთხვევები - "აგროსახლი"

აგროსახლი

იმერეთის „აგროსახლის“ დამფუძნებელი, მაიკო კეზევაძე აცხადებს, რომ იმერეთში ტურისტული სეზონი აქტიურად დაიწყო და ტურისტების არიან, თუმცა ჯავშნების გაუქმების შემთხვევებიც ფიქსირდება.

როგორც მან BMG-ის განუცხადა, ჯავშნები გააუქმეს სტუმრებმა გერმანიიდან, რომლებიც ქალაქის ტურს გეგმავდნენ და თქვეს, რომ სამოგზაუროდ პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ ჩამოვლენ.

„ტურისტული სეზონი უკვე ძალიან აქტიურ ფაზაშია შესული. სეზონი დადგა, თუმცა ვიტყოდი, რომ უკვე ერთი თვეა მრავლად შემოვიდა ტურისტები. როგორც სეზონს შეეფერება, ჯავშნები გვაქვს იმ რაოდენობით. ვერ ვიტყვი, რომ ჯავშნები გაუქმდა. უმნიშვნელო რაოდენობით, 2-3 ჯავშანი გაუქმდა მხოლოდ გერმანელების მხრიდან. თქვეს, პოლიტიკური სიტუაცია რომ დასტაბილურდება, მერე ჩამოვალთო. ჩვენთან ძირითადად მოძრაობენ ევროპელი ტურისტები - პოლონეთი, ჩეხეთი, ლატვია, ლიტვა, თუმცა ბოლო პერიოდში სტუმრების რაოდენობამ მოიმატა საფრანგეთიდან და იტალიიდანაც. არიან ასევე სტუმრები ნიდერლანდებიდან“, - თქვა მან.

მაიკო კეზევაძე ასევე ამბობს, რომ სხვა სასტუმროების მფლობელები, მეტად აცხადებენ, რომ ჯავშნები უუქმდებათ.

„შექმნილი სიტუაციით, ცოტა შეშინებული ვარ ნამდვილად. კოლეგებთან ხშირად ვსაუბრობთ. ისინი უფრო მეტად საუბრობენ ჯავშნების გაუქმებაზე. დიდი იმედი გვაქვს, რომ ქვეყანაში სიტუაცია დაწყნარდება. ქალაქის სასტუმროები ხშირად წერენ, რომ გაუუქმდათ ჯავშნები და ძალიან წუხან ამაზე. ჩვენ, ყველანი ვართ დამოკიდებული ამ სეზონზე. 6 თვე გვაქვს, რომ ის ვალდებულებები, რაც კისერზე გვაქვს, გადავიხადოთ. ძალიან ვწუხვართ, რა თქმა უნდა, თითო ჯავშნის გაუქმება ჩვენთვის არის ძალიან დიდი პრობლემა. ვფიქრობ, სიტუაცია დარეგულირდება და მოგვარდება. არა მარტო ჩვენს, არამედ ბევრ სფეროს ემუქრება წარუმატებელი მუშაობა, სარესტორნო ბიზნესი იქნება ეს, თუ სხვა. ბაზრის გამყიდველებიც კი ამას ამბობენ, რომ ტურისტების რაოდენობამ მოიკლო და ისინიც კი წუხან. ფაქტობრივად, საქართველოში ზაფხულში ბიზნესის 50% აწყობილია ტურიზმზე. ძალიან დიდ იმედს ვიტოვებთ, რომ მოლაპარაკება დასრულდება მშვიდად და ისეთი ადამიანები, რომლებიც წლიდან წლამდე ველოდებით ამ სეზონს, დარეგულირდეს ისე, რომ მუშაობაში ხელი არ შეგვეშალოს“, - თქვა კეზევაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები