მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენთვის დაუშვებელია ბანკის არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვა"

5c643e866026d
თელარა გელანტია
13.02.19 19:56
1581
საქართველოს ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიასთვის კომერციული ბანკების არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვა დაუშვებელია. ასე უპასუხა ქობულიამ პარლამენტის წევრ დავით ჭიჭინაძის კითხვას, რომელიც ბანკების მიერ არაპროფილურ საქმიანობაში ჩართვას შეეხებოდა.

„ჩემი აზრით, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყოს საბანკო საქმიანობა და არ უნდა იყოს ბანკის არასაბანკო საქმიანობა კონსოლიდირებული; თუ ჩვენ ეჭვი გვექნება იმაზე, რომ ბანკი თავის საქმიანობას იყენებს იმისთვის, რომ არაპროფილური საქმიანობა დააფინანსოს, ეს რა თქმა უნდა, მიუღებელია და ჩვენ ამის წინააღმდეგ უნდა ვიბრძოლოთ“, - განაცხადა ქობულიამ.

„მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ ასეთი პოზიცია გაქვთ“, - უპასუხა რეპლიკის სახით მინისტრს დეპუტატმა ჭიჭინაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები