მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული აბრეშუმის დერეფანი საქართველოს ეკონომიკას გაზრდის - თემურ თაგიევი

5f19aa42c72bb
შოთა ტყეშელაშვილი
23.07.20 19:46
1500
NEQSOL ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან, გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ ციფრული აბრეშუმის პროექტის განვითარება საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვან წვლილს ითამაშებს. თაგიევის განცხადებით, პროექტის განვითარების შედეგად საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობა გაიზრდება.

თაგიევი ასევე ამბობს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ისეთი საერთაშორისო კომპანიებისთვის, როგორიც Google-ი და Amazon-ია, საინვესტიციო თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გახდება, რადგან საქართველო ახალი დერეფნის მაკავშირებელის როლს შეასრულებს.

“რაც შეეხება ციფრული აბრეშუმის გზის სარგებელს საქართველოსთვის. არსებობს გარკვეული კითხვები რეგიონული ციფრული ცენტრის მშენებლობის პერსპექტივებზე საქართველოში. თუმცა, მე ამ შეკითხვას სხვანაირად დავსვამდი: შესაძლებელია საქართველოს ციფრულ ცენტრად ქცევა, ციფრული აბრეშუმის გზის გარეშე? - პირველ რიგში უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ციფრული ცენტრი და რა წინაპირობებია საჭირო იმისთვის, რომ მსგავსი ცენტრი აშენდეს ქვეყანაში. თუ ჩვენ გვინდა ჩვენს რეგიონში ისეთი კომპანიების მოზიდვა, როგორებიც ამაზონი, გუგლი, ნეტფლიქსი თუ სხვა მსხვილი მოთამაშეები არიან, საჭიროა წინაპირობების შექმნა და ვიცით, რომ ისინი ამჟამად ძირითადად აღმოსავლეთ ევროპიდან ოპერირებენ. როდესაც ვსაუბრობთ, წინაპირობებზე, ერთ-ერთი მთავარი არის ბაზრის მასშტაბი.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებით საკმაოდ მცირე ბაზრად ითვლება, მეორე წინაპირობა კი არის ის, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს უფრო საიმედო და მყარი ინფრასტუქტურა. ინფრასტრუქტურაში ჩვენ პირველ რიგში ვგულისხმობთ მონაცემთა გადაცემის მყარ ინფრასტრუქტურას. ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს, რომლებიც, როგორც ქვეყნის რეგიოენბს, ასევე სხვა ქვეყნებს აკავშირებს. ასევე საჭიროა TIER-3-ის დატა ცენტრი მონაცემთა გაცვლის პუნქტებში. როგორც წინა ინტერვიუს დროსაც ვთქვი, საქართველოში ამჟამად არ არის არც TIER 3-ის, არც TIER 4-ის სტანდარტის მონაცემთა დამუშავების ცენტრი. ამასთან, ჩვენ არც გვაქვს ინფორმაცია, თუ ვინმე აპირებს საქართველოში ასეთი მონაცემთა ცენტრის აშენებას. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პროექტი სრულ თანხევდრაშია საქართველოს ციფრული განვითარების სტრატეგიასთან.

“კავკასუს ონლაინის” უფრო დიდი ციფრული დერეფანის პროექტის ნაწილად გადაქვეცა შექმნის იმის წინაპირობას, რომ საქართველოში შეიქმნას ახალი მონაცემთა ცენტრები. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებების მიხედვით, ამგვარი ცენტრის მოწყობა გაზრდის საქართველოს ციფრულ შესაძლებლობებს, ხოლო ციფრული შესაძლებლობების ზრდასა და ეკონომიკურ ზრდას შორის კი პირდაპირი კავშირი არსებობს. ITU-სა და PWC-ის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ციფრული მაჩვენებლის 10%-იანი გაუმჯობესება ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზომის თითქმის 1%-იან ზრდას იწვევს. 0.75 თუ 0.85% პროცენტული პუნქტის ზრდაზე არის საუბარი როგორც მახსოვს. ამასთან, ის ქვეყნის უმუშევრობის 1%-ით შემცირებაზეც მოახდენს გავლენას,”- ამბობს, NEQSOL ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების მენეჯერი თემურ თაგიევი.

თავად ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის მიხედვით, წარმოადგენს ევროპასა და აზიას შორის ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის ახალ დერეფანს, რომელიც შავი და კასპიის ზღვის ფსკერზე არსებული კაბელების დახმარებით რეგიონის ქვეყნებს ერთმანეთთან დააკავშირებს. პროექტის ძირითადი ინვესტორი აზერბაიჯანული NEQSOL ჰოლდინგია. 

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა. სწორედ ამ გარიგებას მოყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც კავკასუსითვის მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა. საბოლოოდ, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები