მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი GSILF-ის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა – თემურ თაგიევი

5f68d2a89163d
ანა თავაძე
21.09.20 20:24
873
NEQSOL ჰოლდინგის სტრატეგიული განვითარების მიმართულების ხელმძღვანელი თემურ თაგიევი Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორ გიორგი ისაკაძესთან ინტერვიუში ამბობს, რომ ციფრული აბრეშუმის გზის პროექტი, გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფორუმის (GSILF) მიერ შერჩეული ინფრასტრუქტურული პროექტების საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. თაგიევს მიაჩნია, რომ ეს ნომინაცია ამ პროექტის უდიდესი საერთაშორისო წარმატების ერთ–ერთი ინდიკატორია.

NEQSOL ჰოლდინგი კიდევ ერთხელ აფიქსირებს მკაფიო პოზიციას საქართველოსა და კასპიის ზღვის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელების შესახებ. თაგიევი აღნიშნავს, რომ კასპიის ზღვაში ბოჭკოვანი კაბელის გაყვანის ექსკლუზიური უფლება მათ ექნებათ.

"იდეალურ შემთხვევაში, ჩვენ უზრუნველვყოფთ იმ ინფრასტრუქტურას, რომელიც საჭიროა რეგიონალური ციფრული ჰაბის მშენებლობისთვის. როგორც ახლა ვხედავთ, ციფრული აბრეშუმის გზის იდეა სულ უფრო და უფრო მეტ საერთაშორისო ყურადღებას იპყრობს. ამ კვირაში ვაპირებთ ჩვენი პროექტის პრეზენტაციას გლობალური სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფორუმზე აშშ–ში. ეს არის ერთ–ერთი მთავარი ღონისძიება ინფრასტრუქტურის შესახებ, რომელიც ორგანიზებულია ნორმან ანდერსონის მიერ. ის აშშ–ს წამყვანი გადამწყვეტილების მიმღები პირია სტრატეგიული და კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ვფიქრობ, ეს შესაფერისი დროა ამ პროექტების განხორციელებისთვის. საუკეთესო შემთხვევაში, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით - კომუნიკაციების კომისიასთან ერთად,” - ამბობს თემურ თაგიევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები