მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსში საქართველომ 10 პოზიციით უკან დაიხია

615499502afc0
მადონა გასანოვა
29.09.21 23:45
944
საქართველო, მესამე ყოველწლიურ ციფრული ცხოვრების ხარისხის ინდექსში (Digital Quality of Life Index (DQL)) 63-ე ადგილს იკავებს, 110 ქვეყანას შორის. DQL კვლევა, რომელიც მსოფლიო მოსახლეობის 90%-ს მოიცავს, კიბერუსაფრთხოების კომპანია, Surfshark-ის მიერ არის ჩატარებული და ქვეყნებს ციფრული კეთილდღეობის ხუთ ფუნდამენტურ პრინციპზე დაყრდნობით აფასებს.

აღნიშნულ ხუთ კრიტერიუმს შორის, საქართველოს ყველაზე მოწინავე პოზიცია (42-ე ადგილი) ელ-უსაფრთხოების კუთხით აქვს, თუმცა, შედარებით დაბალი რეიტინგი აქვს ინტერნეტის ხელმისაწვდომობაში (მე-60-ე ადგილი), ინტერნეტის ხარისხში (75-ე ადგილი), ელექტრონულ ინფრასტრუქტურაში (61-ე) და ელექტრონულ მმართველობაში (79-ე).

ერთ წელიწადში, საქართველოს ინდექსი DQL-ის კვლევაში საგრძნობლად დაეცა. საკუთრივ, შარშანდელ კვლევაში ქვეყანა 53-ე ადგილს იკავებდა, ანუ ათი პოზიციით წინ იყო. რეგიონულ კონტექსტში საქართველო მე-9 ადგილს იკავებს დასავლეთ აზიაში და წინ უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სომხეთი, იორდანია და აზერბაიჯანი.

აღსანიშნავია, რომ საქართველო, დასავლეთ აზიის ქვეყნებში, მეორეა ელ-უსაფრთხოების კუთხით და პირველობას მხოლოდ ისრაელი ართმევს. გლობალურ კონტექსტში, ამ კრიტერიუმით ჩვენს ქვეყანას 42-ე ადგილი უკავია და საერთო გლობალურ მაჩვენებელზე 10%-ით კარგი შედეგი გვაქვს. თუმცა, როგორც კვლევა ცხადყოფს, საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია ციფრული ცხოვრების კუთხით გასაუმჯობესებელი, განსაკუთრებით, ინტერნეტის ხარისხისა და ელ-მმართველობის მიმართულებით.

ქვეყანაში ძალიან დაბალია (26.43 მეგაბიტი/წამში) ფართოზოლოვანი ქსელის სიჩქარე, შედარებით მაღალია (33.03 მეგაბიტი/წამში) მობილურ ფართოზოლოვან ქსელზე კავშირი, რაც ქვეყანას 59-ე ადგილზე აყენებს.
კვლევის თანახმად, საქართველოში მომხმარებელს 1 GB ყველაზე იაფფასიანი მობილური მონაცემებისთვის 11 წუთი ესაჭიროება.

რაც შეეხება რეიტინგის მოწინავე ქვეყნებს, ათეულის ექვსი ქვეყანა ევროპის კონტინენტზე გვხვდება, მსგავსად შარშანდელისა. გასული წლის მსგავსად, რეიტინგის ლიდერი დანიაა, რომელსაც სამხრეთ კორეა მოჰყვება. მესამე ადგილზეა ფინეთი, რომელსაც მოსდევს ისრაელი და აშშ.

რეიტინგში ანტირეკორდის ხუთეული ქვეყანა კი ასე გამოიყურება: ეთიოპია, კამბოჯა, კამერუნი, გვატემალა და ანგოლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები