მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ციფრული ეკონომიკის ეპოქაში ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია"

5b9776f5acbfc
BM.GE
11.09.18 12:02
437
ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელიც ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა, სადაც ტვირთებისა და საქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურები ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება, მომსახურება კი მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული.

ფინანსთა მინისტრმა დაათვალიერა კონტეინერების გახსნისა და დათვალიერების ადგილი, სატრანსპორტო საშუალებების რენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება, ასევე, გაეცნო სასაზღვრო-საკარანტირო, ფიტო-სანიტარული და ვეტერინალური კონტროლის პუნქტის საქმიანობას, გარდა ამისა, მინისტრი ფოთის ნავსადგურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო კონტეინერების კონტროლის ჯგუფის სამუშაო პროცესს.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, საბაჟო სამსახურების ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. აქცენტი გააკეთა საბაჟო სისტემაში დაგეგმილ რეფორმებზე, რომელიც უკავშირდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისის ბიზნესისთვის ელეტქრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები