მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ლოგისტიკა - პლატფორმა Translive

BM.GE
31.01.23 09:58
461
გასულ შემოდგომას ახალი ციფრული პლატფორმა Translive-ის პრეზენტაციაზე მოგიყევით, რომლითაც მისმა შემქმნელებმა ბაზრის მოთამაშეებს ლოგისტიკის დარგში არსებული თანამედროვე გამოწვევების ციფრული გადაწყვეტა შესთავაზეს. Translive-ის მეშვეობით შესაძლებელია ტვირთის ადგილმდებარეობის მუდმივი ხედვა, შეუფერხებელი კომუნიკაცია დამკვეთს, გადამზიდავ კომპანიასა და მძღოლს შორის, რაც იძლევა პროცესზე სრული კონტროლის შესაძლებლობას. რეგისტრაციის გარეშე, შესაძლებელია შეუზღუდავი წვდომა აქტუალური მარშრუტების საბაზრო ფასებზე. 

პლატფორმა, რომელიც ბენე ჯგუფის, კაიროს ლოჯისტიკის და ლემონდუ ბიზნესის მიერ შეიქმნა ოფიციალურ პრეზენტაციამდე რამდენიმე თვით ადრე სრულ მზადყოფნაში იყო და ამ რამდენიმე თვის მონაგარშია 168 კლიენტი კომპანია, 570 გადამზიდავი 2,000-მდე ავტომობილით და გასული წლის ბრუნვამ კომპანიაში 6 მილიონი ლარი შეადგინა.

სტუმრები: გიორგი ყანჩაველი - "ლემონდუ ბიზნესის" დირექტორი / Translive-ის თანადამფუძნებელი;
გიორგი ჯღარკავა - Translive-ის თანადამფუძნებელი / დირექტორი;
მიხეილ ნამადოვი - Translive-ის თანადამფუძნებელი, "კაიროს ლოგისტიქსის" დირექტორი/ თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები