მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ახალი სამაგისტრო პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტში

BM.GE
09.05.22 11:52
624
ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტი და კავკასიის ტექნოლოგიების სკოლა ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ახორციელებენ, რომელიც ერთობლივ დიპლომს გასცემს. პროგრამა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის მხარდაჭერით და საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციასთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა პირველია რეგიონში, რომელიც ლოგისტიკის მენეჯმენტის მიმართულებით ხორციელდება და სტუდენტებს მულტიდისციპლინური კურიკულუმით და უნიკალური შინაარსით გადამზადების შესაძლებლობას აძლევს.

საქართველოს ხელსაყრელი ლოგისტიკური ადგილმდებარეობიდან გამომდინარე უდიდესი პოტენციალი აქვს გახდეს რეგიონული ლოგისტიკური ჰაბი, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ბაზარზე კვალიფიციურ კადრებზე მოთხოვნა გაიზრდება. შესაბამისად ამ სფეროში პროფესიონალი კადრების მომზადება უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. როგორც აპირებს ამას კავკასიის უნივერსიტეტი ვილდაუს გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეთან თანამშრომლობით?

სტუმრები: კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;
ჰერბერტ ზონთაგი - TH Wildau-ის გამოყენებითი მეცნიერებების ტექნიკური უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის სატრანსპორტო ლოგისტიკის პროფესორი და დოქტორი;
გიორგი დობორჯგინიძე - ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე და ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები