მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Citigroup-მა მომხმარებელს შემთხვევით $81 ტრილიონი ჩაურიცხა

Citibank

ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ უდიდეს ბანკში საინტერესო შემთხვევა მოხდა, რომელმაც გლობალური მედიის ყურადღება მიიპყრო. საქმე ისაა, რომ ადამიანს, რომლის ანგარიშზე $280 უნდა ჩარიცხულიყო, ბანკმა შემთხვევით $81 ტრილიონი ჩაურიცხა. როგორც ირკვევა, ეს შეცდომა ბანკის ორ თანამშრომელს გაეპარა, მაგრამ მესამემ ის ტრანზაქციიდან საათ-ნახევრის შემდეგ აღმოაჩინა. თავად თანხა ბანკის მომხმარებლის ანგარიშიდან არ გადარიცხულა და Citigroup-მა ტრანზაქციის შემობრუნება მოახერხა.

აქვე, ორიოდ სიტყვა ვთქვათ თავად იმ თანხაზე, რომელიც Citigroup-ის მომხმარებელმა მიიღო. თუ გავითვალისწინებთ, რომ გლობალური მთლიანი შიდა პროდუქტი, ანუ პლანეტაზე არსებული ყველა ქვეყნის ეკონომიკის ჯამი $110 ტრილიონია, გამოდის, რომ Citigroup-ის მომხმარებლის ანგარიშზე ამ თანხის 74% მოხვდა. ამდენი ფული, მსოფლიოში არც ერთ კომპანიას არ აქვს, მეტიც — 2024 წლის მონაცემებით, დედამიწაზე ჯამში $124 ტრილიონის მოცულობის ნაღდი ფული მოიპოვება და შანსი იმისა, რომ ყველა ფულის 65%-ზე მეტს Citigroup-ი ფლობს, ნულის ტოლია.

როგორც Citigroup-ის მიერ მარეგულირებლისადმი გაგზავნილ დოკუმენტში ვკითხულობთ, საბანკო შეცდომა კომპანიამ 2024 წლის აპრილში დაუშვა და მის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა. თავად ეს შემთხვევა უნიკალური არ არის, რადგან ამ ტიპის მცდარ ტრანზაქციებს ბანკების უწყისებში საკმაოდ ხშირად შევხვდებით. გასულ წელს, მხოლოდ Citi-ში, ათი სულ მცირე $1-მილიარდიანი შეცდომა დაუშვეს, როცა ერთი წლით ადრე, საბანკო შეცდომების რაოდენობა ცამეტის ტოლი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები