მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Citroen-ის საქმეზე კონკურენციის სააგენტო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, თვის ბოლოს გამოაცხადებს

5b20f0dbbb6ce
ელენე გოგბერაშვილი
13.06.18 16:40
933

 გასულ წლის ბოლოს "სიტროენ ჯორჯიამ" საქართველოს  კონკურენციის სააგენტოში საჩივარი წარადგინა. კომპანიის მტკიცებით, ავტომანქანების ბაზარზე არსებობს კარტელური შეთანხმება, რის გამოც სახელმწიფო ტენდერებს მხოლოდ რამდენიმე კომპანია იგებს.

როგორც კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნოდარ ხადური bm.ge-თან  აცხადებს, სააგენტო, „სიტროენ ჯორჯიას“ საქმესთან დაკავშირებით, სავარაუდოდ, უკვე თვის ბოლოს გამოაცხადებს გადაწყვეტილებას.

„მაქსიმალურად გამოვიყენებთ არსებულ ინფორმაციას.  ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია როგორც „სიტროენ ჯორჯიასგან“, ასევე იმ კომპანიებისგან, ვისაც უჩივის „სიტროენი“. გამოვითხოვეთ ინფორმაცია შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებებისგან. ამჟამად მიმდინარეობს ამ ინფორმაციის ანალიზი. ჩვენ დასკვნას გავუგზავნით კომპანიებს, ისინი ნახავენ და შემდეგ განვიხილავთ. თუ რაღაცამ ხელი არ შეგვიშალა და ეს რაღაც შეიძლება იყოს დიდი მასის ინფორმაცია, რაც ამჟამად ჩვენ არ გვაქვს, ამ თვის ბოლოს ალბათ ჩვენ დავასრულებთ  მოკვლევას“-აცხადებს ნოდარ ხადური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები