საქართველოში ნარინჯისფერი რთველი აქტიურ ფაზაში შედის. კერძოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2017 წლის 1-11 ნოემბრის მაჩვენებლით, 55 ტონა იყო ექსპორტირებული, 2018 წელს კი ანალოგიურ პერიოდში, ექსპორტი 610 ტონას აღწევს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით ციტრუსის ექსპორტის წლევანდელი მაჩვენებელი შარშანდელ ანალოგიურ პერიოდის მონაცემებს 6-ჯერ აღემატება. 2018 წლის, 1 სექტემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით, ციტრუსის ექსპორტმა 718 ტონას მიაღწია, შარშან კი ანალოგიურ პერიოდში 106 ტონა იყო.
წლევანდელი მოსავალი ერთ-ერთი საუკეთესოა, რაც ექსპორტის მეტ შესაძლებლობას იძლევა. პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებად კვლავ რჩება რუსეთი, სომხეთი, უკრაინა და ყაზახეთი.
მიმდინარე წელს ციტრუსის მოსალოდნელი მოსავალი სავარაუდოდ 55-60 ათას ტონას შეადგენს.