მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციტრუსის მოსავლის დაზღვევის ბოლო ვადა 5 ნოემბრით განისაზღვრა

5bd99eda3abc5
BM.GE
31.10.18 16:23
683
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, ფერმერებს საშუალებას აძლევს ციტრუსი საშემოდგომო ყინვის რისკისგანაც დააზღვიონ. დაზღვევის პოლისის თანამონაწილეობა სახელმწიფოს მხრიდან 70%-ს შეადგენს. პროექტში ჩართვის შემთხვევაში, ციტრუსის ბაღების მქონე ფერმერებისთვის სადაზღვევო პოლისი დაფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვა.

ფერმერების ინტერსების გათვალისწინებით, ციტრუსის მოსავლის დაზღვევას სახელმწიფო პროექტში ჩართული კერძო სადაზღვევო კომპანიები მიმდინარე წლის 5 ნოემბრამდე მოახდენენ.

აჭარის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს ციტრუსის მოსავლის დაზღვევა. დაზღვევის პროცესის მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერი ნატალია ხარატიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე და სადაზღვევო კომპანიის „არდის“ წარმომადგენლები ქობულეთის რაიონის სოფლებში გაეცნენ.

2018 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით, აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში, გაცემულია 12,170 პოლისი; პროექტში ჩართულია 7,460 ბენეფიციარი; სახელმწიფოს მხრიდან სადაზღვევო პრემიის სუბსიდიის თანხამ 4,395,237 ლარი შეადგინა. დაზღვეულია 11,432 ჰა ფართობი მიწის ნაკვეთი, ხოლო მოსავლის ღირებულება, ჯამში, 84,929,988 ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები