მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

City Mall-ის დაბადების დღეზე საქართველოს ბანკის მომხმარებლები ნაწილ-ნაწილ გადახდით პირველად სარგებლობისას ქეშბექს მიიღებენ

bog
16.10.26 15:14
• 424

საქართველოს ბანკი პარტნიორ City Mall-ის დაბადების დღეს მომხმარებლებისთვის სხვადასხვა შეთავაზებით აღნიშნავს.

თუ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდის მეთოდით ჯერ არასოდეს გისარგებლიათ, 18 ოქტომბერს, City Mall-ის საბურთალოსა და გლდანის ფილიალებში პარტნიორ ობიექტებში გადახდისას, თანხის 30%-ს დაიბრუნებთ. (მაქსიმუმ 100 ლარის)

ქეშბექი ანგარიშზე 3 სამუშაო დღის განმავლობაში აისახება.

ინფორმაციისთვის, ნაწილ-ნაწილ საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდია, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს სასურველი ნივთი შეიძინონ დღესვე, ხოლო თანხა 4 თვეზე თანაბრად გადაანაწილონ ისე, რომ პროდუქტის ჯამური ღირებულება არ გაუძვირდეთ (ეფექტური 0%). მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ თანხის ნაწილი წინასწარ გადაიხადონ, დარჩენილი კი მომდევნო თვეებზე გადაანაწილონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები