მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CityPay.io-მ თურქეთში საოპერაციო ლიცენზია მიიღო!

1536x806
20.08.24 14:31
1255

CityPay.io-მ თურქეთში ოფიციალური საოპერაციო ნებართვა მიიღო. ეს კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია გლობალური წარმატების გზაზე.

რას ნიშნავს საოპერაციო ნებართვა?

ეს არის თურქეთის მიერ მარეგულირებელი კომისიის გაცემული ოფიციალური დოკუმენტი, რის საფუძველზეც კომპანია შეუფერხებლად შეძლებს ოპერირებას თურქულ ფინანსურ ბაზრებზე. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია თურქეთის ბაზარზე უკვე დამკვიდრებულია, საოპერაციო ნებართვა სრულიად ახალ და უნიკალურ შესაძლებლობებს იძლევა ადგილობრივ მომხმარებელთათვის მომსახურებების შეთავაზების კუთხით.

რას საქმიანობს CityPay.io და წარმატებული 3 წელი თურქეთის ბაზარზე

CityPay.io საქართველოში დაფუძნებული ლიდერი კრიპტო კომპანიაა. ის უზრუნველყოფს თანამედროვე, უსაფრთხო და გამართულ პლატფორმას, რომელიც მომხმარებელს კრიპტოვალუტის ყიდვის, გაყიდვის, გაგზავნისა და მიღების საშუალებას აძლევს. კომპანიის მისიაა შექმნას ფინანსური თავისუფლება და უსაფრთხოება, ამასთან ერთად მომხმარებლებს მიაწოდოს ინოვაციური გადაწყვეტები, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე გამოწვევებს.

უკვე სამი წელია, რაც CityPay.io თურქეთის ბაზარზეა შესული და წარმატებით იმყარებს პოზიციას, როგორც საიმედო და სტაბილური კომპანია. ამ ხნის განამვლობაში კომპანია ქმნის სანდო ურთიერთობებს, როგორც ფიზიკურ პირებთან, ასევე ბიზნესებთან.

CityPay.io-ს კრიპტო საფულე

ახალი კრიპტო საფულე მომხმარებლებს სთავაზობს ინოვაციურ და უმარტივეს გზას ციფრული აქტივების მართვისათვის. საფულე საშუალებას გაძლევთ მარტივად და უსაფრთხოდ შეასრულოთ კრიპტო ტრანზაქციები, ნებისმიერ დროსა და ადგილას. ეს არის პროდუქტი, რომელიც შექმნილია მომხმარებელთა კომფორტისთვისა და უსაფრთხოებისთვის, რაც CityPay.io-ს ძირითადი პრიორიტეტია.

Სამომავლო გეგმები თურქეთში და გლობალურ ბაზრებზე

თურქეთის ოფიციალური საოპერაციო ლიცენზიის მიღება შემდეგი ნაბიჯია თანამედროვე ფინანსური ეკოსისტემის ჩამოყალიბების საქმეში. კომპანიის მიზანია, გახდეს წამყვანი კრიპტო ორგანიზაცია თურქეთში, რომელიც მომხმარებლებს შესთავაზებს ინოვაციურ და ეფექტურ სერვისებს. CityPay.io-ს მისიაა შექმნას და დანერგოს ისეთი სერვისები, რომლებიც კიდევ უფრო გაამარტივებენ და გაუმჯობესებენ ფინანსურ ტრანზაქციებს თურქეთში.

CityPay.io აგრძელებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გაფართოებას, რაც საერთაშორისო წარმატების, სტაბილურობის და მზარდი შესაძლებლობების მაჩვენებელია.

გარდა თურქეთისა, კომპანია ფართოვდება ყაზახეთში, უზბეკეთსა და აზერბაიჯანში.

გაიგეთ მეტი ვებგვერდზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები